ელისო კილაძე: სოსო გოგაშვილი, დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, შეეწირა სტრასბურგში ჩაშლილ ჩვენს ვიზიტს
21-08-2018, 15:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაზეთ „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტიდან იოსებ გოგაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება. კილაძეს გოგაშვილის პოსტიდან წასვლის მიზეზთან დაკავშირებით საკუთარი ვერსია აქვს და ამბობს, რომ ვახტან გომელაურის პირველი მოადგილე სტრასბურგში მისი, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის ჩაშლილ ვიზიტს შეეწირა.

 

 

„სოსო გოგაშვილი, დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, შეეწირა სტრასბურგში ჩაშლილ ჩვენს ვიზიტს, როდესაც მან, საკუთარი ინიციატივით, არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გერმანულ მხარეს იმის თაობაზე, რომ აშშ-ის მოქალაქე, ვიზიტის ორგანიზატორი პაატა აბჟანდაძე, ელისო კილაძე და ზაზა სარალიძე ევროპის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიაცილებდნენ ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირს, მალზახ მაჩალიკაშვილს. მაჩალიკაშვილი არ იყო ტერორიზმში ეჭვმიტანილი, დაკითხულიც კი არ იყო, მხოლოდ ჩაშლილი ვიზიტის შემდეგ დაიწყეს მისი დაბარება სუს-ში....

 

 

ორ ქვეყანაში დაიწყო გამოძიება, გერმანიასა და ამერიკაში. ყველა მასალა, მათ შორის, საჯარო მიმოწერები სუს-თან, როდესაც ჩვენ მათ წინასწარ ვაცნობეთ და ბილეთების ასლები გავუგზავნეთ, რომ მივემგზავრებოდით უფლებადამცველებთან შესახვედრად სტრასბურგში....

 

 

ჩემი ინფორმაციით, საქართველოში ამ კვირაში იმყოფებოდნენ ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები, რომლებმაც მოითხოვეს მტკიცებულები იმის თაობაზე, რომ ჩვენ გვქონდა კავშირი ტერორიზმთან და ხელს ვუწყობდით ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს. მსგავსი მტკიცებულებები ბუნებაში არ არსებობს არც ერთ ჩვენთაგანზე, მით უმეტეს, ვერ იარსებებდა ეს მონაცემები აშშ-ის მოქალაქეზე, რომელიც ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირად და მფარველად გამოცხადდა. გოგაშვილი იყო ინიციატორი ყალბი ცნობების გაგზავნის, მისი თანამდებობა შეეწირა სწორედ ამას. რა თქმა უნდა, მას არანაირი საკუთარი სურვილით თანამდებობა არ დაუტოვებია", განუცხადა კილაძემ ჟურნალისტებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი