გოგაშვილის წასვლა მაშინვე იყო გადაწყვეტილი, როცა სუს-ში ლილუაშვილი მიავლინეს - გივი თარგამაძე სოსო გოგაშვილის გადადგომას ეხმაურება
21-08-2018, 16:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება. თარგამაძის თქმით, გოგაშვილის წასვლა მაშინ გადაწყდა, როცა ლილუაშვილი მიავლინეს სუს-ში, რადგან საბოლოოდ ყველა მაღალი თანამდებობა ივანიშვილის ოჯახურ „ქართუს" კადრებს ბარდება.

 

 

„ეს არ არის დიდი მოულოდნელობა, უკვე გარკვეულია პერიოდია ამის მოლოდინი არსებობდა, არსებობდა ზოგადად იმ გადაადგილებიდან, რაც ბოლოს ხდება, როცა პრაქტიკულად როცა უკვე ყველა საკვანძო ადგილი ბარდება უშუალოდ „ქართუსთან“ დაკავშირებულ კადრებს ანუ ივანიშვილისთვის ოჯახურ, ახლობელ კადრებს. ასეთი არის მაგალითად ლილუაშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში მივლინებული იქნა სუს-ში, მაშინვე იყო მოსალოდნელი გოგაშვილის წასვლა.

 

 

მე ვფიქრობ ეს პერიოდი დასჭირდა მასთან ვაჭრობას, რომ ის ინფორმაცია რომლის მატარებელიც ის არის იყოს შენახული და მშვიდად იყვნენ ივანიშვილის წარმომადგენლები“, განაცხადა გივი თარგამაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი