მთავარია, რომ ივანიშვილს ეყოს გამბედაობა და პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელოს ცნობილი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე, უპარტიო ზურაბ აბაშიძე! - მოსაზრება
21-08-2018, 19:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორც ჩანს, „მეოცნებეებში“ დიდი აზრთა სხვაობაა და ვაი-ვიშია საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. დიახ, არ იციან რა ქნან, როგორ გამოვიდნენ იმ სასაცილო და ამავდროულად, მათთვის „სატირალი“ მდგომარეობიდან, როდესაც განაცხადეს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი არ ეყოლებოდათ?! პოლიტიკური რეალობა კი ისეთია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, რაც არ უნდა შეზღუდული კონსტიტუციური უფლება-მოვალეობებით სარგებლობდეს, იგი იმავე კონსტიტუციით სახელმწიფოს პირველი პირია, რომელსაც ხალხი ირჩევს პირდაპირი და საყოველთაო არჩევნების გზით, ანუ მას ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია აქვს სახელმწიფოში, პოლიტიკურ თანამდებობებზე მყოფ პირთა შორის!

 

 

დიახაც, „ქ/ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი აჩქარდა, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს ურჩია, რომ პარტიას არ დაეყენებინა საკუთარი კანდიდატი! დღეს, რომ 2024 წელი იყოს და კონსტიტუციაში, საარჩევნო სისტემაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე ირჩეოდეს ქვეყნის პრეზიდენტი, ანუ არაპირდაპირი და არასაყოველთაო არჩევნებით, მაშინ სავსებით შესაძლებელი და ნორმალური იქნებოდა, ამგვარად არჩეული პრეზიდენტის თანამდებობა (პარლამენტის წევრთა და საარჩევნო კოლეგიის მიერ, სულ 300-მდე ადამიანი), „სხვებისთვის დაეთმოთ!“

 


მოკლედ, ქოცებმა ბიძინაც საგონებელში ჩააგდეს და საკუთარი თავიც! არადა, ნაცანასხლეტების „სუნთქვა ყურში ჩაესმით“, ვაშაძე-ბაქრაძის „გაყოფილი დუეტის“ სახით! სალომე ზურაბიშვილზე „ფსონის ჩამოსვლა“ დიდ რისკთან რომაა დაკავშირებული, დასაწყისშივე უკვე ცხადი გახდა (ამ ქალბატონის ლექსიკა, „ანალისტები“, „გათხრა-გამოთხრები“ და სხვა მარგალიტები „გაკვირვებას იწვევს“ და „ახლებიც“ კიდევ წინაა)!

 


ასე რომ, საკითხი ღიადაა დარჩენილი, დრო კი, კანდიდატის წარდგენამდე ცოტა რჩება! ჰოდა, ვიფიქრე, ჩემი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ და უკანასკნელად „ვურჩიო“ „ქ/ოცნების“ თავმჯდომარეს, თუ ვინ დააყენოს მისმა პარტიამ კანდიდატად, მოახლოვებულ საპრეზიდენტო არჩევნებში! აქ მთავარია, რომ ივანიშვილს ეყოს გამბედაობა და მიუხედავად ყველაფრისა (მასზე სხვადასხვა გავლენების და ზეწოლისა), საქართველოს სახელმწიფო სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელოს, ცნობილი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე, უპარტიო ზურაბ აბაშიძე! მიმაჩნია, მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ზურაბ აბაშიძის ქვეყნის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მალევე დაიწყება საქართველო-რუსეთის დიალოგი უმაღლეს დონეზე, რაც ძალიან გვესაჭიროება ბევრი მიზეზის გამო!!.. სწორედ რომ, მეც და საქართველოს ნახევარზე მეტი ამომრჩეველი ზურაბ აბაშიძეს დავუჭერთ მხარს (პირველივე ტურში გაიმარჯვებს), რადგანაც სხვა პოპულისტი, პოლიტიკურად ანგაჟირებული, პარტიულად შეზღუდული და ფსიქოლოგიურად პრობლემატური კანდიდატებისგან განსხვავებით, ბატონი აბაშიძე პოლიტიკურად დახვეწილი, პროფესიონალი და განსწავლული ინტელიგენტი პიროვნებაა! ზურაბ აბაშიძე უმაღლესი დონის და კლასის დიპლომატია, იგი წლების მანძილზე იყო საქართველოს ელჩი ნატო-ში და ბენილუქსის ქვეყნებში, ასევე, საქართველოს ელჩი რუსეთის ფედერაციაში!.. ბატონი ზურაბი, დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე, მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, აღიარებული ინტელექტუალი, საქართველოში პატივცემული და დაფასებული ოჯახის წარმომადგენელი, პოეტ-აკადემიკოსის ირაკლი აბაშიძის უფროსი ვაჟი გახლავთ!..

 


მწამს და მჯერა, რომ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე, ზურაბ აბაშიძე შეძლებს ქვეყნის ურთულესი პრობლემის "მკვდარი წერტილიდან" დაძვრას, რასაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჰქვია, რომელიც ოკუპანტ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების შედეგად მიიღწევა!!!

 


ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 2
#2   ვაჟა მალაღურაძე
      
საქართველოში ფეხმოკიდებული პროსაბჭოური ავტოკრატულ-პარტოკრატული დაჯგუფება და მის მიერ მანიპულირებული ხელისუფლება ძველებურად ცდილობს,რომ პროპაგანდით
ხალხი იმდენად გააბრიყვოს,რომ იმ პერეზიდენტს იმედი ქონდეს რომელსაც კონსტიტუციურად პირდაპირი არჩევნებით მთელი მოსახლეობის უშუალო,(პირდაპირი) უმრავლესობა ირჩევს და უმაღლესი დონის პოლიტიკური ლეგიტიმაციის ხარისხი, პოლიტიკური ძალაუფლება გააჩნია, იმავე კონსტიტუციით მისი სამართლებრივი უფლებების ლეგიტიმაციის ხარისხი,სახელმწიფოში პოლიტიკურ და სამართლებრივ პროცესებზე რეალური სამართლებრივი ზეგავლენოს შესაძლებლობა და საშუალება, კომპეტენცია, მეეზოვეს თავის ეზოში რომ გააჩნია მასზედ ნაკლები აქვს.

დრო დადგა გააცნობიეროს ქართველებმა, რომ საქართველოში პრეზიდენტის პოსტი , პროსაბჭოურმა ავტოკრატიულიმა ჯგუფმა საკუთარი ინტერესების მიხედვით მთელი ქართველი ხალხის პოლიტიკური მანიპულირებით მისი პოლიტიკური გაბრიყვებით სამართავ პოლიტიკურ ინსტიტუტად -"ზებუდ"- გადააქცია, რომელშიდაც ვინც არ უნდა ჩასვა იქნება ეს აბაშიძე,ზურაბიშვილი,ვაშაძე, ბაქრაძე, უსუფაშვილი თუ სხვა არა ქართველი ხალხის ეროვნული და მისი უმრავლესობის ინდივიდუალური ინტერესების არამედ მხოლოდ ავტოკრატიული ჯგუფის ინტრესების მიხედვით იმოქმედებს.

სხვა მოწინავე ქვეყნების ხალხებისაგან განსხვავებით ქართველ ხალხს ისევე როგორც პრეზიდენტს ავტოკრატულმა მცირე ჯგუფმა კონსტიტუციურად პოლიტიკურად უსამართლოდ შეუზღუდა და ფაქტიურად თავად მიითვისა მისი ძალაუფლება, რომლზედაც შეზღუდვის გაუქმების პოლიტიკური მნიშვნელობაც მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს, განსხვავებით აბაშიძის,ზურაბიშვილის, ვაშაძის,ბაქრაძის,უსუფაშვილის თუ სხვათაგან , რომლებმაცც აღნიშნული კარგად იციან და თავად არიან ამ ჯგუფის მიერ დამკვიდრებული ქართველი ხალხის ძალაუფლების შემზღუდავი პოლიტიკური რეჟიმის მხრდამჭერები და მათ მიერ ხალხის გასბრიყვებლად დადგმული და დაფინანსებული საარჩევნო შოუს მონაწილე მსახიობები

საქართველოში ფეხმოკიდებული პროსაბჭოური ავტოკრატულ-პარტოკრატული დაჯგუფება და მის მიერ მანიპულირებული ხელისუფლება ძველებურად ცდილობს,რომ პროპაგანდით
ხალხი იმდენად გააბრიყვოს,რომ იმ პერეზიდენტს იმედი ქონდეს რომელსაც კონსტიტუციურად პირდაპირი არჩევნებით მთელი მოსახლეობის უშუალო,(პირდაპირი) უმრავლესობა ირჩევს და უმაღლესი დონის პოლიტიკური ლეგიტიმაციის ხარისხი, პოლიტიკური ძალაუფლება გააჩნია, იმავე კონსტიტუციით მისი სამართლებრივი უფლებების ლეგიტიმაციის ხარისხი,სახელმწიფოში პოლიტიკურ და სამართლებრივ პროცესებზე რეალური სამართლებრივი ზეგავლენოს შესაძლებლობა და საშუალება, კომპეტენცია, მეეზოვეს თავის ეზოში რომ გააჩნია მასზედ ნაკლები აქვს.

დრო დადგა გააცნობიეროს ქართველებმა, რომ საქართველოში პრეზიდენტის პოსტი , პროსაბჭოურმა ავტოკრატიულიმა ჯგუფმა საკუთარი ინტერესების მიხედვით მთელი ქართველი ხალხის პოლიტიკური მანიპულირებით მისი პოლიტიკური გაბრიყვებით სამართავ პოლიტიკურ ინსტიტუტად -"ზებუდ"- გადააქცია, რომელშიდაც ვინც არ უნდა ჩასვა იქნება ეს აბაშიძე,ზურაბიშვილი,ვაშაძე, ბაქრაძე, უსუფაშვილი თუ სხვა არა ქართველი ხალხის ეროვნული და მისი უმრავლესობის ინდივიდუალური ინტერესების არამედ მხოლოდ ავტოკრატიული ჯგუფის ინტრესების მიხედვით იმოქმედებს.

სხვა მოწინავე ქვეყნების ხალხებისაგან განსხვავებით ქართველ ხალხს ისევე როგორც პრეზიდენტს ავტოკრატულმა მცირე ჯგუფმა კონსტიტუციურად პოლიტიკურად უსამართლოდ შეუზღუდა და ფაქტიურად თავად მიითვისა მისი ძალაუფლება, რომლზედაც შეზღუდვის გაუქმების პოლიტიკური მნიშვნელობაც მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ვერ გაუცნობიერებია, განსხვავებით აბაშიძის,ზურაბიშვილის, ვაშაძის,ბაქრაძის,უსუფაშვილის თუ სხვათაგან , რომლებმაცც აღნიშნული კარგად იციან და თავად არიან ამ ჯგუფის მიერ დამკვიდრებული ქართველი ხალხის ძალაუფლების შემზღუდავი პოლიტიკური რეჟიმის მხრდამჭერები და მათ მიერ ხალხის გასბრიყვებლად დადგმული და დაფინანსებული საარჩევნო შოუს მონაწილე მსახიობები
22 აგვისტო 2018 22:30
#1   რევაზ კირვალიძე
      
ივანიშვილმა კი არ უნდა დაასახელოს,ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი და არა აბაშიძე არამედ ნინო ბურჯანაძე მას აქვს ის რესურსი რომ მოახდინოს საქართველოს გამთლიანება,ქართულ სივრცეში ის აზროვნებს სწორად და მისი არ გამოყენება მე პირადათ ჩვენ დანაშაულად მიმაჩნია.
22 აგვისტო 2018 21:05
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი