სოფიო კილაძე: სტრასბურგის სასამართლომ უნდა დაადასტუროს, რომ ტატუნაშვილის მიმართ დაირღვა ყოველგვარი კონვენციით გარანტირებული უფლება
22-08-2018, 13:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ წევრი სოფიო კილაძე ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოში, რაც უფრო მეტი არგუმენტაცია იქნება წარდგენილი საქმესთან დაკავშირებით მით უფრო დაადასტურებენ, რომ ტატუნაშვილის მიმართ დაირღვა ყველა ის უფლება, რაც მას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ჰქონდა მინიჭებული.

 

 

„სტრასბურგის სასამართლოში, რაც უფრო მომზადებულები წავალთ და რაც უფრო მყარი არგუმენტაცია გვექნება საქმესთან დაკავშირებით, მით უკეთესი არის ბუნებრივია. მნიშვნელოვანი არის, რომ სტრასბურგის სასამართლომ რეალურად კიდევ ერთხელ დაადასტუროს ის, რომ ტატუნაშვილის მიმართ დაირღვა ყოველგვარი კონვენციით გარანტირებული უფლება“, განაცხადა კილაძემ.

 

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე აცხადებს, რომ „იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საქართველოს სახელმწიფოს სარჩელი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აუცილებლად იქნება წარმატებული“.

 

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ, სამართლებრივად დაამტკიცოს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი უხეშად და სისტემურად არღვევს ადამიანის უფლებებს.

 

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ, კიდევ ერთმა ძალიან ავტორიტეტულმა საერთაშორისო პლატფორმამ სამართლებრივად დაამტკიცოს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი უხეშად და სისტემურად არღვევს ადამიანის უფლებებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს მასობრივი დარღვევა კეთდება იმისთვის, რომ ქართველებს სურვილი აღარ ჰქონდეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საკუთარ მიწაზე დაბრუნების. რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის მთავარი სამიზნე ეთნიკურად ქართული მოსახლეობაა, რომელსაც უმძიმეს ვითარებაში უწევთ ცხოვრება. ჩვენს ხელთ არის საერთაშორისო ბერკეტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, როგორც ყველაზე ქმედითი სამართლებრივი ინსტრუმენტი ადამიანის უფლებათა დასაცავად არის ყველაზე სწორი საშუალება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ საერთაშორისო დონეზე, ახლა უკვე სამართლებრივი არგუმენტებით მოხდეს დამტკიცება იმისა, რომ სწორედ რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, რომელიც უხეშად და მასობრივად არღვევს ადამიანის უფლებებს“, აცხადებს სოფიო კილაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი