დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა ნიუ-იორკის სასამართლო პროცესზე ფიცის ქვეშ განაცხადა, რომ თავისი კლიენტის დავალებით, დანაშაული ჩაიდინა
22-08-2018, 14:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა სასამართლო პროცესზე ფიცის ქვეშ განაცხადა, რომ თავისი კლიენტის დავალებით, დანაშაული ჩაიდინა, აცხადებს კოენის იურისტი ლენი დევისი.

 


„დღეს მან [მაიკლ კოენმა] ფიცის ქვეშ მისცა ჩვენება იმის თაობაზე, რომ დონალდ ტრამპმა დაავალა მას ჩაედინა დანაშაული, რაც არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით ორი ქალისთვის თანხის გადახდას უკავშირდება. თუკი ეს გადახდები დანაშაული იყო მაიკლ კოენისთვის, მაშინ რატომ არ იყო ის დანაშაული დონალდ ტრამპისთვის?“ დაწერა დევისმა „თვითერზე“, მოგვიანებით კი დაამატა, რომ ეს არის ახალი შესაძლებლობა მაიკლ კოენისთვის, რომ „მოყვეს დანარჩენი ამბები“.

 

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი მაიკლ კოენი ნიუ იორკის სასამართლომ საარჩევნო კამპანიის საფინანსო კანონის დარღვევისთვის, დამნაშავედ სცნო.

 


51 წლის კოენი, რომელსაც ასევე 8 სხვა ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის საგადასახადო და საბანკო თაღლითობა, პროკურორებს საპროცესო გარიგებით მიმართავს და შესაძლოა, მისი საპატიმრო დაწესებულებაში 65 წლიანი პატიმრობა 5 წლამდე და სამ თვემდე შემცირდეს.

 

 

დონალდ ტრამპის ადვოკატმა, რუდი ჯულიანიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კოენისადმი ბრალდების ნაწილში „პრეზიდენტის წინააღმდეგ არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულებები, რომ მან რაიმე არამართებული ქმედება ჩაიდინა“.

 

 

ექსპერტების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპი პრეზიდენტია, არ არის მოსალოდნელი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, თუმცა, რაც შესაძლებელია, არის ის, რომ შეერთებული შტატების კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი შეიძლება რომ დათხოვნილი იქნას პოსტიდან იმპიჩმენტის გზით მის მიერ ჩადენილი „მძიმე დანაშაულებების და მსუბუქი დანაშაულებებისთვის“. მაგრამ, ეს რომ მოხდეს, ტრამპის ოპონენტებმა „დემოკრატიული პარტიიდან“ კონგრესის ორივე პალატაში უნდა გაიმარჯვონ და გააჩნდეთ მასზე კონტროლი.

 

 

მაშინაც კი თუკი „დემოკრატები“ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში კარგ შედეგებს აჩვენებენ, მათ მაინც უდავოდ მოუწევთ ტრამპის „რესპუბლიკელი“ მოკავშირეების დარწმუნება ამ საკითხის იმპიჩმენტის გზით გადაწყვეტის გზაზე.

 

 

დღემდე, ამერიკის შეერთებული შტატების არც ერთი პრეზიდენტი არ გადაუყენებიათ თანამდებობიდან იმპიჩმენტის გზით.

 

 

როგორც BBC წერს, იმპიჩმენტის შანსები საგრძნობლად გაიზრდება, თუკი სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის მიერ წარმოებული გამოძიება დაასკვნის, რომ ტრამპის საარჩევნო კამპანიას საიდუმლო კავშირი ჰქონდა რუსეთთან იმ მიზნით, რომ გავლენა მოეხდინა 2016 წლის არჩევნების შედეგებზე - ბრალდება, რომელიც რუსეთმა არაერთხელ უარყო, ტრამპმა კი ამას „კუდიანებზე ნადირობა“ ასევე არაერთხელ უწოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი