სააკაშვილი თურქეთის და ივანიშვილის წინააღმდეგ - ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ცრუობს და არ ასახელებს „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ „განადგურების“ მთავარ მიზეზს - თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნას
22-08-2018, 16:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შავი ზღვის უნივერსიტეტის თურქული მხარის მოთხოვნით „განადგურებაში“ ადანაშაულებს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნულს „სამარცხვინო გადაწყვეტილებას“ უწოდებს.

 


„შავი ზღვის უნივერსიტეტის განადგურება, ვითომ ფორმალური პროცედურების დაცვის გამო, სამარცხვინო გადაწყვეტილებაა და არანაირი გამართლება არ აქვს. მთავრობა ცრუობს და არ ასახელებს მთავარ მიზეზს - კერძოდ, თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნას, რომელსაც სურს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევა...

 


მე ძალიან ბევრი გავაკეთე თურქეთთან კარგი ურთიერთობებისთვის და მიმაჩნია,რომ მეზობელთან კარგი ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის. ამავე დროს, ეს ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას.

 


ვთვლი, რომ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის განადგურება ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა. ივანიშვილი კიდევ ერთხელ ლახავს ჩვენს ეროვნულ ღირსებას. უამბიციო ქვეყნებს კი, არავინ სცემს პატივს. თუ თურქეთი გამოდის თავისი ინტერესებიდან, ჩვენ უნდა გამოვიდეთ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მათი უფლებები განათლებაზე.

 


საქართველოს მომავალი ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად შეცვლის ივანიშვილს ოქტომბრის არჩევნებზე, არავის დაისვამს თავზე და არ გაათელინებს ჩვენს ღირსებას.

 


მოვუწოდებ საქართველოს ყველა უმაღლესი განათლების დაწესებულებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკოსებს, წინ აღუდგნენ ამ უსამართლობას უკვე დღესვე“, წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები: 1
#1   nino
      
სად ხედავთ მხრიდან პატივისცემას ???
25 აგვისტო 2018 08:53
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი