დავით ბაქრაძე: გერმანიის კანცლერთან ვისაუბრებთ საქართველოს დეოკუპაციაზე, ევროპულ მომავალსა და ქვეყნის დემოკრატიაზე
22-08-2018, 17:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ანგელა მერკელთან შეხვედრისას მისი გუნდი სამ ძირითად თემაზე აპირებს საუბარს ესენია: საქართველოს დეოკუპაცია, ევროპული მომავალი და ქვეყნის დემოკრატია. ბაქრაძის თქმით, სამივე მიმართულებაში გერმანიის პოზიცია მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

 

 

„მერკელის ვიზიტი არის შესაძლებლობა ვისაუბროთ მასთან სამ ძირითად თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. პირველი ეს არის საქართველოს დეოკუპაცია და უსაფრთხოება და აქ გერმანიის როლი, როგორც ევროპული ლიდერის არის უმნიშვნელოვანესი.

 

 

მეორე გახლავთ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და აქაც გერმანიის პოზიცია იქნება განმსაზღვრელი, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს საქართველო ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას და მესამე – ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, საარჩევნო მზადება და ზოგადად, ქართული შიდა დემოკრატიის მდგომარეობა.

 

 

ეს სამი მიმართულება: ჩვენი დეოკუპაცია, ჩვენი ევროპული მომავალი და ქართული დემოკრატია იქნება ძირითადი საკითხები, რომელთა დაყენებასაც ვაპირებთ გერმანიის კანცლერთან შეხვედრაზე“, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი