თამარ ჩუგოშვილი „ქართული ოცნების“ მიერ ზურაბ აბაშიძის პრეზიდენტობის კანდიდატად შესაძლო წარდგენის შესახებ ინფორმაციას უარყოფს
23-08-2018, 12:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის პრეზიდენტობის კანდიდატად შესაძლო წარდგენის შესახებ ინფორმაციას უარყოფს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

 


„ნამდვილად არ გვქონია ამაზე საუბარი. ისიც არ ვიცი, ბატონი ზურაბი აპირებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას“, განაცხადა ჩუგოშვილმა და დაამატა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში.

 


საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ბოლო დღეებამდე გახმოვანებული ოფიციალური პოზიციის თანახმად, მმართველი გუნდი თავისი კანდიდატის წარდგენას გამორიცხავდა და რომელიმე დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერაზე აკეთებდა აქცენტს.

 


პარტიის აღნიშნული პოზიცია რამდენიმე კვირის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააჟღერა, თუმცა ორი დღის წინ, პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ პარტიაში დისკუსია მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, ეყოლებათ თუ არა საკუთარი კანდიდატი, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ირაკლი კობახიძის თავდაპირველად გაკეთებული განცხადება, სადაც მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ „ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატის დაყენებას არ აპირებდა.

 

 

„ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, ვაკვირდებით კანდიდატებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან და მივიღებთ გადაწყვეტილებას. გუნდში მიმდინარეობს არამხოლოდ კომუნიკაცია, არამედ დისკუსიაც", განაცხადა ბახტაძემ 21 აგვისტოს და დაამატა:

 


„არაერთხელ გავაკეთე განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით - „ქართული ოცნების" ფილოსოფია არის საპარლამენტო დემოკრატიის და საპარლამენტო რესპუბლიკის მშენებლობა.

 

 

აქედან გამომდინარე, ორივე პოზიციას აქვს თავისი არგუმენტები: ის, რომ ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში, შესაძლოა ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი იყოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არ მივიღოთ მონაწილეობა, თუმცა, ამასთან მეორე მხრივ არსებობს მოსაზრება, რომ პარტია აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი თავისი კანდიდატით ამ არჩევნებზე. ჩვენ დავაკვირდებით მოვლენებს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას".

 


სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში მის მხარდამჭერებთან შეხვედრებს და ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს, ამ დრომდე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მოლოდინშია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი