საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი, აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე, საქართველოში ანგელა მერკელის ვიზიტს სიმბოლურს უწოდებს და ამბობს, რომ ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, რომ გერმანიას რეგიონთან და საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება სურს.
„აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე, გერმანიის კანცლერის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში სიმბოლურია. ასევე, ხაზს უსვამს, რომ გერმანიას რეგიონთან და საქართველოსთან ურთიერთობები ძალიან აინტერესებს. საქართველოს დამოიკიდებლობის დღიდან, გერმანია აქტიურად მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანაში როგორც დემოკრატის განმტიკიცებას, ასევე სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას. ჩვენ ამ ვიზიტისგან ველოდებით, რომ ქართულ-გერმანული, ორმხრივი პოლიტიკური, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება", განუცხადა „რუსთავი 2"-ს ელგუჯა ხოკრიშვილმა.
ანგელა მერკელი საქართველოს დღეს, 23 აგვისტოს დაახლოებით, 16:00 საათისთვის ეწვევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.