თამარ ხულორდავა: გერმანია ჩვენი ძალიან აქტიური მხარდამჭერი და პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობა
23-08-2018, 17:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გერმანია არის ჩვენი ძალიან აქტიური მხარდამჭერი და პარტნიორი ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობა და სურვილი, რომ ეს თანამშრომლობა იყოს კიდევ უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი“, განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

 

 

მისი თქმით, ორმხრივი ურთიერთობები ძალიან დინამიურია და ყველა სფეროს მოიცავს.

 

 

„განსაკუთრებით გააქტიურებულია ორმხრივი ურთიერთობები ბოლო პერიოდის განმავლობაში და ესეც ძალიან თვალსაჩინოა. ამ ყველაფრის დაგვირგვინება კი ხდება ფედერალური კანცლერის ვიზიტით საქართველოში, რაც თავისი მნიშვნელობით არის ძალიან დიდი და სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი, იმის გამო, რომ ეს ხორციელდება რუსეთის ოკუპაციიდან 10 წლის შემდეგ. იცით, რომ ანგელა მერკელი ბოლოს სწორედ 10 წლის წინ სტუმრობდა საქართველოს, გერმანიის მხარდაჭერა ჩვენთვის, სასიცოცხლო ინტერესების ყველა საკითხში და მათ შორის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში არის უმნიშვნელოვანესი, ჩვენ ამ მხარდაჭერას გერმანიის ხელისუფლებისგან მუდმივად ვიღებთ და ეს დახმარება არის ეხლაც ფედერალური კანცლერის ვიზიტი საქართველოში“, განაცხადა თამარ ხულორდავამ.

 

 

მისი თქმით, უსაფრთხოება და მშვიდობა არის ჩვენი საერთო ინტერესი და საქართველოს ინტერესი ეს არის გერმანიის ინტერესი.

 

 

„ჩვენს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა, არის წინაპირობა საერთოევროპული მშვიდობის და სტაბილურობის. ამდენად, ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი და ამ ინტერესის განხორციელებაში ჩვენ გვაქვს გერმანიის, როგორც საქართველოს მხარდამჭერის სერიოზული იმედი. გერმანია იყო ასევე ჩართული ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების პროცესში და იყო ამ გადაწყვეტილების მხარდამჭერი. ამის დასტურია ანგელა მერკელის 10 წლის წინანდელი ვიზიტი საქართველოში, მუდმივად ხდება რუსეთისთვის იმის შეხსენება, რომ ის არა ასრულებს ხელშეკრულებას და მოუწოდებს შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება“, აღნიშნა ხულორდავამ.

 

 

რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხულორდავას თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით გერმანია ჩვენთვის ძალიან აქტიური და მჭიდრო პარტნიორია, რაც ასევე ჩვენი ევროპული მისწრაფების რეალიზების საშუალებაა.

 

 

„გერმანია ევროკავშირის შიგნით ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, ყველაზე დიდი მოსახლეობით, საკმაოდ სერიოზული სიტყვა ეთქმის ბრიუსელში გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასე რომ, გერმანიის პოზიცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც ქვეყნის პოზიცია, არამედ, იმდენადაც, რამდენადაც ეს პოზიცია საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს საერთო-ევროპული პოზიციის ფორმირებაზე. სწორედ ამიტომ, ანგელა მერკელის დამოკიდებულებას, მის ჩართულობას, მის ვიზიტს და აქ გაკეთებულ განცხადებას ჩვენთვის ძალიან სერიოზული მნიშვნელობა აქვს“, აცხადებს ხულორდავა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი