„ის, რომ მერკელის დონის ლიდერი მიდის საოკუპაციო ხაზზე, ამით აფიქსირებს საკუთარ პოზიციას ოკუპაციის დაუშვებლობის მიმართ“ - ქართული საგარეო უწყების პრესსპიკერი
23-08-2018, 18:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარი ნარჩემაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე საოკუპაციო ხაზთან გერმანიის კანცლერის ჩასვლის ფორმატთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

 


„აჟიოტაჟისთვის თუ რატომ მიდის კანცლერი მერკელი საოკუპაციო ხაზის მოსანახულებლად მარტო. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის ჩატარებული ბრიფინგების ფორმატია ასეთი და არცერთ სხვა შემთხვევაში, როდესაც ამას აკეთებს სადამკვირვებლო მისია მასპინძელი ქვეყნის დელეგაცია იქ არასდროს არის წარმოდგენილი. ასე იყო ტუსკის, მოგერინის და სხვა შემთხვევებშიც.

 


ჩემი მოსაზრებით ეს საკითი სადისკუსიოდაც არ უნდა გაგვეხადა, უფრო მნიშვნელოვანია ის რომ მერკელის დონის ლიდერი მიდის საოკუპაციო ხაზზე, ამით აფიქსირებს საკუთარ პოზიციას ოკუპაციის დაუშვებლობის მიმართ, საკუთარი თვალით ნახულობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგებს და რაც ასევე მნიშვნელოვანია მიდის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად რითიც ევროკავშირის წამყვანი ქვეყანა - გერმანია ხაზს უსვამს ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს ადგილზე უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში“, აცხადებს ნარჩემაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი