გერმანიაში არც კი აინტერესებთ საქართველოს და კავკასიის კონტექსტი... საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი „საერთოდ არ არის მომწიფებული გერმანიაში“ - გიორგი რუხაძე
23-08-2018, 21:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ანგელა მერკელის და მამუკა ბახტაძის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანელი ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვები ექსპერტ გიორგი რუხაძეს აფიქრებინებს, რომ გერმანიაში არც კი აინტერესებთ საქართველოს და კავკასიის კონტექსტი და „ის კითხვა, რომელიც დაისვა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან მიმართებაში, ფაქტობრივად, იყო სასაცილო“ და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი „საერთოდ არ არის მომწიფებული გერმანიაში“.

 


„ძალიან ცუდია, რომ როდესაც ორმა გერმანელმა ჟურნალისტმა დასვა შეკითხვა და ამ შეკითხვის ძირითადი ნაწილი ეხებოდა ადგილობრივ გერმანულ პოლიტიკას. მათ არც კი აინტერესებთ ზოგადად საქართველოს კონტექსტი და კავკასიის კონტექსტი და ის კითხვა, რომელიც დაისვა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან მიმართებაში, ფაქტობრივად, იყო სასაცილო, როდესაც კითხვა ასე ჟღერდა, რომ თქვენ მართლა გჯერათ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის და ნატოს წევრი, გეგმა გაქვთ თუ ეს უბრალოდ გჯერათ?!. თარგმანში ასე მოვისმინე, შეიძლება ორიგინალი სხვაგვარი იყო... ანუ რეალურად ეს ნიშნავს, რომ ისეთი ინფორმირებული ადამიანიც კი, როგორიც „ტომპსონ როიტერსის“ ჟურნალისტია, კითხვას, როდესაც ამ კუთხით სვამს, ეს ნიშნავს, რომ ეს საკითხი საერთოდ არ არის მომწიფებული გერმანიაში“, განაცხადა გიორგი რუხაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 


ექსპერტმა მერკელის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა და თქვა, რომ „მომავალზე ჩვენ ვერაფერი ვერ გავიგეთ ამ პრესკონფერენციიდან“.

 


„ეს პრესკონფერენცია დადასტურება იყო იმისა, რომ ქალბატონი მერკელი არ გასცდა უკვე არსებულს, ისაუბრეს უვიზო მიმოსვლაზე, რომელიც უკვე მიღწეული შედეგია; ისაუბრეს ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომელიც უკვე წარსულია. მომავალზე ჩვენ ვერაფერი ვერ გავიგეთ ამ პრესკონფერენციიდან და ეს არის ჩემი აზრით, ძალიან ცუდი. ზოგადად ის, რომ ქალბატონი მერკელი თბილისშია, ეს კარგია, და ხვალ რომ სტუდენტებს შეხვდება, ესეც ძალიან კარგია“, განაცხადა რუხაძემ, რომელიც ფიქრობს, რომ მერკელის „მხარდამჭერი განცხადება ოკუპუაციის კონტექსტში იყო სუსტი“.

 


„არავის არ ჰქონდა მოლოდინი რომ ქალბატონი მერკელი იქნებოდა განსაკუთრებულად კრიტიკული კრემლისადმი. ჩვენ ყველამ ვიცით გერმანული პოლიტიკა და ზოგადად გერმანიის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის პოლიტიკურ სპექტრში ანგელა მერკელი ყველაზე კრიტიკულად არის განწყობილი კრემლისადმი, რეალურად მან დღეს თბილისში მაქსიმალურად თავი შეიკავა რუსეთისადმი კრიტიკული განცხადებების გაკეთებისაგან“, აღნიშნა ექსპერტმა, რომლისთვისაც მერკელის მხრიდან, საქართველოსთვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის“, საოკუპაციო ხაზის სადემარკაციო ხაზის ტერმინით ხსენება მიუღებელია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი