ავსტრალიის პრემიერ მინისტრს პარტიული შეთქმულება მოუწყვეს და პოსტიდან გადააყენეს, ქვეყანას ახალი პრემიერი ჰყავს
24-08-2018, 07:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სკოტ მორისონი ავსტრალიის ახალი პრემიერ მინისტრია მას შემდეგ რაც მალკოლმ ტერნბული პარტიაში დაპირისპირებული მეტოქეების მხრიდან თანამდებობიდან იქნა გადაყენებული, იტყობინება BBC.

 

 

ტერნბული ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა არჩევნებზე ცუდი შედეგების ჩვენების, მომავალ არჩევნებზე არასახარბიელო მდგომარეობის პერსპექტივის და „კონსერვატორი“ დეპუტატების ამბოხების გამო.

 


მორისონმა, ახლანდელმა ფინანსთა მინისტრმა, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, პიტერ დატონს 5 ხმით მოუგო შიდა პარტიული არჩევნები, ხმები 45-40-ზე გადანაწილდა.

 


ტერნბულს არჩევნებში კანდიდატურა არ წარუდგენია. იგი დათანხმდა პარტიაში თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად არჩევნების ჩატარებას მას შემდეგ, რაც პარტიის დეპუტატების უმრავლეოსობამ არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვეს და წერილი პრემიერს გადაუგზავნეს.

 


ავსტრალიაში, ისევე როგორც დიდ ბრიტანეთში მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე არჩევით, პირი ქვეყნის პრემიერ მინისტრიც ხდება.

 


მორისონს მანამდე იმიგრაციის და სოციალური სამსახურების მინისტრის თანამდებობაც ეკავა.

 


პარტიის ლიდერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებდა საგარეო საქმეთა მინისტრი ჯული ბიშოპი, მაგრამ საბოლოოდ მან უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე.

 


ბოლო ათწლეულში ავსტრალიის პოლიტიკაში პარტიული ხელმძღვანელობისთვის ბრძოლაში შეთქმულებების არაერთ მომენტს ჰქონდა ადგილი და ტერნბულის გარდა კიდევ სამი სხვა მოქმედი პრემიერ მინისტრი იქნა ჩამოცილებული თანამდებობას პარტიული ქიშპის შედეგად.

 


ბოლო პერიოდებში, არც ერთ პრემიერ მინისტრს სრული სამწლიანი ვადა არ დაუსრულებია თავის პოსტზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი