გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს ხვდება
24-08-2018, 08:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს - „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ხვდება.

 


„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ანგელა მერკელთან სამ მთავარ თემაზე ისაუბრებენ, ესენია – საქართველოს დეოკუპაცია, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება და ქვეყნის შიდა დემოკრატია.

 


„ჩვენ შევეცდებით დავარწმუნოთ გერმანიის კანცლერი, რომ თვითონ გერმანიისთვისაც და ევროპისთვისაც მნიშვნელოვანია, გერმანიამ ითამაშოს უფრო აქტიური როლი რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებაში, საქართველოს დეოკუპაციასა და საქართველოდან რუსული ჯარის გაყვანაში. ჩვენ შევეცდებით, დავარწმუნოთ ქალბატონი მერკელი, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება შეესაბამება გერმანიისა და ევროპის ინტერესებს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვაპირებთ დავაყენოთ საკითხი გერმანიაში არალეგალურად მყოფი ქართველებისთვის კანონიერად დასაქმების შესაძლებლობის შექმნის შესახებ. ვფიქრობთ, ესეც კონკრეტული თემაა, რომელიც ბევრი ადამიანისთვის იქნება მნიშვნელოვანი“, განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

 


მისივე თქმით, საუბარი შეეხება რუსეთის მიმართ სანქციებსაც.

 


„ამისი პირველი სიგნალი უკვე არსებობს. დევიდ მაკალისტერმა, რომელიც არის ძალიან გავლენიანი გერმანელი პოლიტიკოსი და ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, გააკეთა განცხადება და მისი პოზიციაა, რომ უკრაინასთან ერთად, რუსეთის სანქცირების საკითხში უნდა იყოს საქართველოც. ამ შესაძლებლობას სჭირდება გამოყენება და გაღრმავება. შესაბამისად, დღეს კანცლერთანაც და სხვა საერთაშორისო ფორმატებშიც სანქციების საკითხს დავაყენებთ, რადგან რაც რუსეთმა გააკეთა უკრაინაში, იგივე გააკეთა საქართველოშიც“, აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

 


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, გერმანიის კანცლერთან, პირველ რიგში, ისაუბრებენ იმ პრობლემებზე, რომელიც, მისი თქმით, ქართველ ხალხს აწუხებს. სალომე სამადაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ანგელა მერკელთან საუბარი რუსეთის მიმართ სანქციებსაც შეეხება.

 


„ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, რომ მისი შეფასებები, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ვფიქრობ, განსხვავდება იმისგან, თუ როგორ ხედავს ჩვეულებრივი ქართველი მოქალაქე საკუთარ რეალობას, რაც შეეხება როგორც დემოკრატიას, ასევე ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყანაში. მსურს იმაზე საუბარი, თუ ჩვენი ხედვით რა შეიძლება გააკეთოს დღეს გერმანიამ იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ჩვენს ქვეყანაში როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ასევე იმას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველა ქართველ მოქალაქეს მიეცეს შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ასევე ვაპირებთ საუბარს სანქციებზე რუსეთთან მიმართებით, რადგან ვნახეთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ საუბრობს ამ საკითხზე. ჩვენ პრემიერ მინისტრისგან გუშინაც ვერ მოვისმინეთ, რომ ქართულმა მხარემ ეს საკითხი დააყენა გერმანიის კანცლერთან და ჩვენ ვაპირებთ, როგორც ოპოზიცია, რომ ამ საკითხზე ვისაუბროთ. ასევე, ძალიან ხმამაღლა ვაპირებთ იმის თქმას, რომ გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანებისათვის არის ერთადერთი გარანტია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და შესაბამისად, ევროპული უსაფრთხოებისთვისაც“, განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი