ირაკლი კობახიძე: ანგელა მერკელმა ორი დღის განმავლობაში გააჟღერა არაერთი ძალიან სერიოზული გზავნილი, რომელიც შეიცავდა საქართველოს მხარდაჭერაზე ძალიან კონკრეტულ მითითებას
24-08-2018, 12:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ქალბატონი ანგელა მერკელის ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენთვის. ის არის არა მხოლოდ გერმანიის პოლიტიკური ლიდერი, არამედ ის არის ევროპული მასშტაბის და მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური ლიდერი. აქედან გამოდინარე, მის მხარდაჭერას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მან ამ ორი დღის განმავლობაში გააჟღერა არაერთი ძალიან სერიოზული გზავნილი, რომელიც შეიცავდა საქართველოს მხარდაჭერაზე ძალიან კონკრეტულ მითითებას - ის მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ქართველ სტუდენტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

კობახიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის კანცლერსა და სტუდენტებს შორის გამართულ შეხვედრას როგორც უნივერსიტეტის პროფესორი ესწრებოდა. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

 

 

„გერმანია და კონკრეტულად ქალბატონი მერკელი არის ძალიან მყარი მხარდამჭერი ჩვენი სუვერენიტეტის. იგი მხარს უჭერს ჩვენს სწრაფვას ევროპულ ინტეგრაციისკენ და ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ეს არის ძალიან მკაფიო მხარდაჭერა. დღეს გაიმართა ძალიან საინტერესო დისკუსია ქალბატონ კანცლერთან. მე მადლობას გადავუხდი სტუდენტებს ძალიან საინტერსო შეკითხვებისთვის და მადლობას გადავუხდი ქალბატონ მერკელს, რომელმაც კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ის ნამდვილად არის მსოფლიო მასშტაბის ლიდერი“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული მიზნების მისაღწევად საქართველომ უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა და ურთიერთობა როგორც გერმანიასთან, ასევე ევროკავშირთან.

 

 

„დღევანდელმა ფორმატმა უნივერსიტეტში ქალბატონ მერკელს იმ თემების ფართოდ გაშლის საშუალება მისცა, რომელზეც მას საუბარი გუშინაც ჰქონდა. იყო საუბარი ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ეროვნულ ინტერსებთან - საუბარი იყო ტერიტორიულ მთლიანობაზე, საუბარი იყო ჩვენს სწრაფვაზე დასავლეთის მიმართულებით და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გერმანია ჩვენი მყარი მხარდამჭერია. ჩვენთვის მთავარია გავაღრმავოთ თანამშრომლობა და ურთიერთობა გერმანიასთან და ევროკავშირთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს ეროვნულ მიზნებს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი