ანგელა მერკელი: თბილისთან ერთად საქართველოს რეგიონებიც უნდა განვითარდეს და ქვეყნის სწრაფი წინსვლისათვის უმნიშვნელოვნესია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და იაფ კრედიტებზე ხელმისაწვდომობა
24-08-2018, 13:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის „მთავარი გამოწვევა უსაფრთხოება და კეთილდღეობის შექმნა“ არის. მერკელმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთი სტუდენტის მიერ დასმული შეკითხვის - თუ რა არის საქართველოსთვის უმთავრესი გამოწვევა? - განაცხადა, რომ საქართველოსთვის „ძალიან დიდი გამოწვევა არის ის ფაქტი, რომ არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები“.

 

 

ამასთან, კანცლერის აზრით, მნიშვნელოვანია სოციალური ქმედითი ქსელის ჩამოყალიბება და რეგიონებში, სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნა, რომ თბილისის მსგავსად, რეგიონებშიც ადგილი ჰქონდეს განვითარების პროცესს.

 


„მთავარი გამოწვევა არის უსაფრთხოება და კეთილდღეობის შექმნა. საქართველო მისი ბუნებიდან გამომდინარე, მისი მოცემულობიდან გამომდინარე, მისი კლიმატით და ბევრი სხვა რამით მართლაც შეიძლება ითქვას, რომ წილხვედრი ქვეყანაა. თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთი, თურქეთი, ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნებია. თქვენთვის გამოწვევა არის ის ფაქტი, რომ არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. ძალიან დიდ ძალისხმევას ითხოვს ეს ყველაფერი. უსაფრთხოება არის უდიდესი მნიშვნელობის. სწორედ ამიტომ, მე ძალიან კარგად მესმის საქართველოს სურვილი, ნატოსთან შემდგომი დაახლოებისა და თანამშრომლობისა. მაგრამ, კეთილდღეობა, სოციალური ქმედითი ქსელის ჩამოყალიბება, მათ შორის რეგიონებში, სოფლად მცხოვრები ადამიანების გათვალისწინება. შეიძლება თბილისში ადამიანები უკეთ ცხოვრობენ, მაგრამ მეორე მხრივ, რეგიონებშიც უნდა ხდებოდეს, მიდიოდეს განვითარების პროცესები“, თქვა მერკელმა, რომელიც, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის პირობებში, ქვეყნის სწრაფი წინსვლისათვის ძალზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასა და იაფი კრედიტებზე ხელმისაწვდომობას.

 


„მე გუშინ პრემიერ მინისტრთან საკმაოდ დიდხანს ვისაუბრე ინკლუზიურ ზრდაზე. ძალიან მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო საწარმოების ჩამოყალიბება. ახალგაზრდა ადამიანს უნდა ჰქონდეს საწარმოს ჩამოყალიბების შესაძლებლობა და მას უნდა ჰქონდეს კარგი შესაძლებლობა საკუთარი სექტორის განვითარების, იაფი კრედიტის მიღების, სესხის მიღების საშუალება, რათა ღირდეს ორიენტაცია განვითარებაზე. რაც უფრო მეტი დივერსიფიკაცია, მეტი განსხვავებულობა ჩნდება. რაც უფრო ნაკლებია მსხვილი საწარმოები, მით უფრო უკეთესია ეს ქვეყნისა და მისი სწრაფი განვითარებისთვის. ბუნებრივია, ამიტომ, მცირე და საშუალო კომპანიების რაოდენობა უნდა გაიზარდოს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან არის უდიდესი გამოწვევა, უდიდესი შესაძლებლობა საქართველოსთვის და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ევროპულ ბაზარზე. ვისაც უნდა იყოს დამოუკიდებელი, თვითმყოფადი, მან უნდა შეძლოს, გამოიყენოს სამართლებრივად და ეკონომიკურად ეს შესაძლებლობები“, განაცხადა მერკელმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი