გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს თბილისში ვიზიტისას, სადილის დროს საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საჩუქრად მე-17 საუკუნის ტილო გადასცა, რომელიც დრეზდენის მუზეუმიდან მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიკარგა.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია გერმანიის კანცლერის სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც თან ახლავს ფოტოც.
„სიმღერა სადილზე და მოულოდნელი საჩუქარი: საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კანცლერ მერკელს გადასცა მე-17 საუკუნის ნახატი, რომელიც ომის შემდეგ, 1945 წელს დრეზდენის მუზეუმიდან გაუჩინარდა და თავდაპირველად საბჭოთა კავშირში აღმოჩნდა, ბოლოს კი საქართველოში“, ნათქვამია მერკელის „ინსტაგრამზე“ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.