ზალკალიანის განცხადებით, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, ნატო-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებით, ქართული საზოგადოება „ილუზიებში ცხოვრობდა“
24-08-2018, 16:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნატოსთან და ევროკავშირთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკას არ მიიღებს.

 

 

ზალკალიანის თქმით, ქართველი ხალხი, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით, ილუზიებში ცხოვრობდა, რადგან 2008-დან 2012 წლამდე მაშინდელი ხელისუფლების დაპირება მაპ-ი და ნატო-ში სწრაფი ინტეგრაცია იყო.

 

 

საგარეო უწყების პირველი პირის განცხადებით, საზოგადოება „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ ამ მიმართლებით გადადგმულ ნაბიჯებს კარგად ხედავს.

 

 

„არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ ოპონენტების კრიტიკას არც ევროკავშირთან მიმართებაში და არც ნატო-სთან მიმართებაში. უფრო მეტიც, შეგახსენებთ, 2008 წლიდან 2012 წლამდე, გაიხსენეთ როგორი დაპირებები გვქონდა იმჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან, რომ ხვალ საქართველოს ნატო-ში მიიღებენ. რომ ხვალ საქართველოს ექნება მაპი. მერე როცა მაპი ვერ მივიღეთ, იყო განცხადება, რომ საქართველო მაპზე უკეთესი იყო. ასეთ ილუზიებში ცხოვრობდა ჩვენი საზოგადოება, მაგრამ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს იმ ნაბიჯებს, რა ნაბიჯებსაც  დგამს დღევანდელი ხელისუფლება. ეს ყველაფერი არჩევნების დროს გამოჩნდება და ორჯერ უკვე საზოგადოებამ ეს არჩევანი 2012 წელსა და 2016 წელს გააკეთა", განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ანგელა მერკელის ვიზიტის სხვა მნიშვნელოვან აქცენტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ვიზიტი დასტურია იმისა, რომ გერმანია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერია.

 

 

„განსაკუთრებით ხაზს გავუსვამდი ქალბატონი მერკელის ვიზიტს საოკუპაციო ხაზთან, რაც იყო ასევე სერიოზული დასტური იმისა, რომ გერმანია არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი. მან, როგორც შეხვედრებზე, ისე სტუდენტებთან გამართული დისკუსიის დროს განცხადა, რომ საქართველოს ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული, რომ ის ყოველთვის, მუდმივად საუბრობს ამის შესახებ ორმხრივ ფორმატებში რუსეთის ფედერაციასთან, რომ დაუშვებელია, ეს უსამართლობა მომავალში გაგრძელდეს და აუცილებელია, რომ გადაიდგას ნაბიჯები, რომ მოხდეს ამ ტერიტორიების დეოკუპაცია და რომ, საქართველო მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში", განუცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი