გიორგი ვოლსკი: დარწმუნებული ვარ, საზოგადოება მართებულად აფასებს მერკელის ისტორიული ვიზიტის მნიშვნელობას
24-08-2018, 16:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ოფიციალურ ვიზიტს აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი. იგი ამბობს, რომ მისი ვიზიტი საქართველოში „უმალ შემოსეს პოლიტიკური სპეკულაციებით და წინასაარჩევნოდ გამიზნული განცხადებებით“.

 


ვოლსკი მიიჩნევს, რომ მერკელის ვიზიტი არა მარტო სახელმწიფო პოლიტიკის მაღალი სტანდარტის აღიარებას ადასტურებს, არამედ იგი სკეპტიკოსებსაც და ზოგიერთ ოპონენტსაც შეახსენებს, რომ ევროპული და საქართველოს პრაგმატული ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს.

 


„როგორც მოსალოდნელი იყო მერკელის ვიზიტი საქართველოში უმალ შემოსეს პოლიტიკური სპეკულაციებით და წინასაარჩევნოდ გამიზნული განცხადებებით. მოკლედ ოპონენტთა მთელი ძალისხმევა მთავრობის პოლიტიკის დაკნინებისაკენ იყო მიმართული. მოსწონთ თუ არა დესტაბილიზაციის მოსურნეებს, ევროპის ლიდერი ქვეყნის პირველი პირის ვიზიტი შედგა. რაც მთავარია, იგი განხორციელდა იმ საგანგებო როლის ხაზგასმით, რომლიც საქართველოს გააჩნია, როგორც რეგიონში პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ვიზიტის სიმბოლური მნიშვნელობითაც და შეხვედრებზე განხილული საკითხების შინაარსიდან გამომდინარეც, ხაზი გაესვა აგრეთვე პოლიტიკურ მხარდაჭერას, პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელების გარდუვალ პერსპექტივას მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობის სფეროში.

 


ვიზიტი დასტურია არა მარტო სახელმწიფო პოლიტიკის მაღალი სტანდარტის აღიარების, იგი სკეპტიკოსებსაც და ზოგიერთ ოპონენტსაც შეახსენებს, რომ ევროპული და საქართველოს პრაგმატული ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ საქართველოს სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი მისი გეოპოლიტიკური ლოკაციაა, სატრანზიტო დერეფნის ფუნქციით. სწორედ მისი გავლით ევროპული ბაზრების კასპიის და აზიის რეგიონის ენერგორესურსებით მომარაგების მოცულობის ზრდა გერმანიის და სხვა პარტნიორი ქვეყნების სასიცოცხლო ინტერესებშია. ამ ინტერესებს ითვალისწინებს მერკელის ვიზიტი რეგიონის სხვა ქვეყნებშიც. რუსეთის აგრესიული პოლიტიკის და ოკუპაციის ფონზე ვითარება რთულია. კანცლერის მისვლა საოკუპაციო ხაზთან, ისევე როგორც დაღუპულთა მემორიალთან, არაა მხოლოდ პატივისცემის სიმბოლური დასტური. დარწმუნებული ვარ საზოგადოება მართებულად აფასებს ამ ისტორიული ვიზიტის მნიშვნელობას, იგი საგანგებო ნაწილია უალტერნატივო პოლიტიკისა, რომელიც სტაბილურობის შენარჩუნებისკენაა მიმართული. ნებისმიერი, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ასპექტით საქართველოსა და გერმანიის ინტერესების თანხვედრა თვალსაჩინო და იმედისმომცემია“, წერს ვოლსკი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი