მერკელმა გაიხსენა თუ როგორ იმყოფებოდა საქართველოში მე-20 საუკუნის 80-იან წლებში და იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ 12 დღით შეიძლებოდა გაჩერება, იმდენად მოიხიბლა ამ ქვეყნით, რომ „დათქმულ დროში ვერ დატოვა საქართველო“
24-08-2018, 17:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამზე გერმანია-საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა და საქართველოში 80-იან წლებში სტუმრობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი სტუმრობა „ნახევრად ლეგალური და ნახევრად არალეგალური იყო“.

 


მერკელმა აღნიშნა, რომ მხოლოდ 12 დღით შეიძლებოდა ქვეყანაში გაჩერება, თუმცა იმდენად მოიხიბლა ქვეყნით, რომ „დათქმულ დროში ვერ დატოვა საქართველო“.

 


„ჩვენ ძალიან ბედნიერნი ვართ აქ ყოფნით. ამას ვაცხადებ ბიზნესწრეების, პარლამენტისა და ჩემი მთავრობის დელეგაციების სახელით. მიმაჩნია, რომ ეს რეალური პარტნიორობაა. გერმანიაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა თუ იცის, რომ ეს ყველაფერი ალბათ 200 წლის წინ დაიწყო, როდესაც გერმანული თემი საქართველოში დასახლდა. დიდია პარტნიორობა საქართველოს მხრიდანაც, რადგან თბილისის უნივერსიტეტის სახელი გვახსენებს საერთო კვლევებს, მიმზიდველ ადგილს საიდანაც ქართული ხედვა იყო წარმოდგენილი თქვენი მკვლევარების მიერ. წელს აღინიშნება პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე, რომელმაც სამწუხაროდ მხოლოდ 3 წელს გასტანა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. შემდეგ ისევ საბჭოთა დროშის ქვეშ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არსებობა მოგიწიათ.

 


შემიძლია გითხრათ, რომ აღმოსავლეთ გერმანიიდან საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მოგზაურობა მაშინაც სასურველი იყო. მე აქ 80-იანი წლების შუა პერიოდში ვიმყოფებოდი. ნახევრად ლეგალური და ნახევრად არალეგალური იყო ეს ყველაფერი. მახსოვს, რომ ტრანზიტი ნებადართული იყო, თუმცა მხოლოდ 12 დღით შეიძლებოდა ქვეყანაში გაჩერება. როდესაც ქართველმა პოლიციელმა გამაჩერა და მკითხა, აქ რას ვაკეთებდი, ვუთხარი, რომ მომწონდა და შესანიშნავი იყო აქაურობა და რომ სწორედ ასეთმა მოხიბლულმა დათქმულ დროში ვერ დავტოვე საქართველო. იმ წამსვე გამიგო და მკითხა, მქონდა თუ არა ნანახი თბილისში ესა თუ ის ადგილი, ვიყავი თუ არა ნამყოფი მცხეთაში. ვუპასუხე, ჯერ ვერ მოვახერხე-მეთქი. მაშინ მითხრა, მეტი დღით აღარ დარჩე, მაგრამ ყველა ეს ადგილი მოინახულეო. ვერ ვუთხარი, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ რაც იყო, იყო. მახსოვს, რომ მაშინ დრო არ მქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერც დღეს ვნახავ მცხეთას. მიმაჩნია, რომ საქართველოში ის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.

 


მსურს, მადლობა გადაგიხადოთ პარტნიორობისთვის. ვიცით, რომ ბევრი სირთულე გაქვთ, თუმცა ცდილობთ, ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ და ხალხთაშორისი ურთიერთობები დაალაგოთ. ამიტომ, მახარებს იმის გაგება, რომ რუსეთთან ყველა ამ პოლიტიკური სირთულის მიუხედავად, თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან. მათ აქ ჩამოსვლა მოსწონთ და სწორედ ეს არის მთავარი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად და მოსალაპარაკებლად. გერმანია არ დაივიწყებს თქვენს ამ პრობლემებს. მადლობა მასპინძლობისთვის. გაუმარჯოს გერმანულ-ქართულ მეგობრობას“, განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც საქართველოს პრემიერ მინისტრის პრეს-სამსახური ავრცელებს.

 


ოფიციალური ვახშამი კულტურულ პროგრამასაც მოიცავდა, რომელშიც ანსამბლი „შვიდკაცა", ნიკოლოზ რაჭველი ორკესტრთან ერთად, „სუხიშვილები" და ნატო მეტონიძე მონაწილეობდნენ.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ფუნიკულიორამდე ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.

 


ოფიციალური ვახშმის ფარგლებში, მთაწმინდაზე მცირე ექსპოზიცია მოეწყო, რომელიც საქართველოში მოღვაწე გერმანელ არქიტექტორებს შეეხება.

 


იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ მომზადებულ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ოტო სიმონსონის, ალბარტ ზალცმანის, ლეოპოლდ ბილფელდის, ვიქტორ შრეტერის, პაულ შტერნის და სხვათა დაპროექტებული შენობების არქიტექტურული ნახაზები და ფოტოები, რომლებიც პრემიერმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს დაათვალიერებინა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი