მიხეილ სააკაშვილი: საინტერესოდ თქვა მერკელმა, რომ საქართველო მზად არის ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილებისთვის და იმაზე მეტად არის კიდევ მზად, ვიდრე სომხეთი იყო
24-08-2018, 17:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში, გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.

 

 

სააკაშვილის შეფასებით, „დღევანდელი ე.წ. მთავრობა, სტუმრის ფონზე, გამოიყურებოდა ძალიან სამარცხვინოდ".

 

 

როგორც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, მერკელმა თქვა, რომ საქართველო ხელისუფლების დემოკრატიული გზით ცვლილებისთვის იმაზე მეტად არის მზად, ვიდრე იყო სომხეთი.

 

 

„ძალიან საინტერესოდ თქვა ევროპის დღევანდელმა ლიდერმა, ჩვენმა ძველმა პოლიტიკურმა პარტნიორმა და საქართველოს მეგობარმა მერკელმა, რომ საქართველო მზად არის ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილებისთვის და იმაზე მეტად არის კიდევ მზად, ვიდრე სომხეთი იყო. სომხეთში დაემხო პრორუსული რეჟიმი და ოლიგარქები მოაშთეს ხელისუფლებიდან სულ ცოტა ხნის წინ. მერკელის თქმით, საქართველოში ეს ბევრად უფრო შესაძლებელია.

 


მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ყველა ხვდება - საქართველო უნდა გახდეს ღირსეული პარტნიორი მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ პირველ რიგში მაგარი ადგილი საკუთარი მოქალაქეებისთვის, რათა ხალხი მასობრივად არ გარბოდეს.

 

 

დღევანდელი ე.წ. მთავრობა სტუმრის ფონზე გამოიყურებოდა ძალიან სამარცხვინოდ. არ შეიძლება საქართველოს ჰყავდეს ასეთი „ხელის ბიჭები“ და მათ ერქვათ მთავრობა.

 

 

მნიშვნელოვანია, რომ მერკელი შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს, პრეზიდენტობის კანდიდატებს და არ შეხვდა მოღალატე ზურაბიშვილს. ესეც ნათელი გზავნილი იყო მთელი ევროპის. მე ვფიქრობ, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია და ჩვენმა ხალხმა უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილება ოქტომბერში. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის", ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

 

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას ანგელა მერკელმა სომხეთში ხელისუფლების ხავერდოვან ცვლილებას „ძალიან საინტერესო“ პროცესი უწოდა და თქვა, რომ დემოკრატია არის მმართველი პარტიის მუდმივი შეგნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისევ აღმოჩნდება ოპოზიციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი