მამუკა მდინარაძე: რაც უფრო ბოლოსკენ მიდის მარგველაშვილის საპრეზიდენტო ვადა, მით უფრო არაადეკვატური ხდება
24-08-2018, 18:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არაადეკვატურია, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომლის თანახმად გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს პარლამენტს აღარ წარუდგენს.

 


მისი თქმით, პრეზიდენტი უფრო და უფრო არაადეკვატური ხდება.

 


„რაც უფრო ბოლოსკენ მიდის მისი საპრეზიდენტო ვადა, მისი გადაწყვეტილებების კომენტირება ჭირს, მით უფრო ჭირს, რადგან არაადეკვატური ხდება. მან ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რისი კონსტიტუციური ვალდებულებაც აქვს და ცდილობს ეს ყველაფერი გადმოგვაბრალოს ჩვენ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვიყავით კონსულტაციებისთვის, შემდეგ კინკლაობა დაარქვა ამ ყველაფერს, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ ყოფილიყო რეალური კონსულტაციები“, განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი