ვაშინგტონმა მოსკოვს უმკაცრესი სანქციები დაუწესა - აშშ უარს ეტყვის რუსეთს ნებისმიერ კრედიტსა და სხვა ფინანსურ მხარდაჭერაზე, წყდება ნებისმიერი დახმარება, გარდა სასწრაფო ჰუმანიტრაული დახმარებისა
24-08-2018, 18:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც იკრძალება ამერიკული კრედიტების გაცემა რუსეთისთვის, იარაღის და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტში, როგორც ამას ამ წუთებში „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

 


მოელიან, რომ სანქციები ძალაში ორშაბათიდან შევა. ახალი შეზღუდვების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთისადმი ნებისმიერი დახმარება წყდება, გარდა „სასწრაფო ჰუმანიტრაული დახმარებისა, რაც საკვებითა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებით“ უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

 


რუსეთს აშშ-ის ნებისმიერი დაწესებულება ასევე უარს ეტყვის „ნებისმიერ კრედიტზე, სესხის გარანტიასა და სხვა ფინანსურ მხარდაჭერაზე“.

 


ამავე დროს, სახელმწიფო დეპარტამენტი შეწყვეტს რუსული სახელმწიფო კომპანიებისათვის იარაღის ექსპორტსა და ორმაგი დანიშნულების პროდუქტებზე ლიცენზიების გაცემას. ეს არ შეეხება კოსმოსში თანამშრომლობისთვის აუცილებელ და სამოქალაქო ავიაციის ფრენების უსაფრთხოებისთვის საჭირო პროდუქტებს. დასაშვები იქნება სხვა გამონაკლისების დაშვებაც.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი