კახა კუკავა: მერკელმა გააკეთა საინტერესო მინიშნება სომხეთზე - ივანიშვილის გადასაწყვეტია, წავა ევროპულად, თუ წავა სარგსიანივით
24-08-2018, 22:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩამოვიდა მაღალი რანგის ევროპელი სტუმარი, რომელმაც აუხსნა საქართველოს ხელისუფლებას, დარწმუნებული ვარ, რომ მოვიდა წასვლის დრო, ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებას სომხეთში ხელისუფლების „ხავერდოვან" ცვლილებასა და დემოკრატიაზე.

 

 

კუკავა მიიჩნევს, რომ ევროპელი პოლიტიკოსისგან ეს ერთგვარი მინიშნება იყო „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ.

 

 

„დარჩენა შეუძლებელი არის. საქართველოს ხელისუფლებას აქვს გადასაწყვეტი, წავა ევროპულად, გადადგება და დათმობს ხელისუფლებას მშვიდობიანად თუ, ანგელა მერკელმა გააკეთა ძალიან საინტერესო მინიშნება სომხეთზე, სადაც სარგსიანმა ვერ გაიგო ან არ გაიგო ის, რისი გაგებაც არ უნდოდა და მოხდა ის, რაც მოხდა რამდენიმე თვის წინ სომხეთში.

 

 

ეს არის ივანიშვილის გადასაწყვეტი. ის, რომ ივანიშვილი დამთავრებულია, ეს მოცემულობაა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, მაგრამ წავა ის ევროპულად, თუ წავა სარგსიანივით, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად შეუძლია მას რომ დამოუკიდებლად მიიღოს", განუცხადა „რუსთავი 2"-ს კახა კუკავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი