შალვა ნათელაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ სოხუმი გამოცხადდება საქართველოს დედაქალაქად, ხოლო ცხინვალი საპარლამენტო ქალაქად
26-08-2018, 13:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ოკუპირებული რეგიონების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ეხმაურება. ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში სოხუმი გამოცხადდება საქართველოს დედაქალაქად, ხოლო ცხინვალი საპარლამენტო ქალაქად.

 

 

„ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალები დაუბრუნდება საოკუპაციო ზოლს რათა დაიცვას ხალხის უსაფრთხოება. ქართული მიწების ოკუპაცია გახდება მსოფლიო პოლიტიკის წამყვანი თემა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე ყველა თანამდებობის პირი დიპლომატი და გენერალი გამოცხადდება საერთაშორისო  ძებნაში ინტერპოლის ხაზით. სოხუმი გამოცხადდება საქართველოს დედაქალაქად, ცხინვალი საპარლამენტო ქალაქად“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი სენატორ მაკკეინის გარდაცვალებასაც გამოეხმაურა და ამერიკელ ხალხს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.  

 

 

„მისი პოლიტიკური მოღვაწეობა უკავშირდება  აგრესიის, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას და ის იყო საქართველოს ხმალამოღებული თავდადებული დამცველი“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი