ვიდეო: მიხეილ სააკაშვილი - ჯონ მაკკეინი იყო საქართველოს ეროვნული გმირი 
26-08-2018, 15:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას ეხმაურება და მას საქართველოს ეროვნულ გმირს უწოდებს. სააკაშვილი ვიდეო მიმართვას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მაკკეინი იყო საქართველოს დიდი მეგობარი და ასეთი მეგობარი ქვეყანას თავისი ისტორიის მანძილზე არ ჰყოლია.

 

 

 

 

„ჯონ მაკკეინი იყო ყველაზე დიდი მეგობარი, რომელიც ოდესმე ჰყოლია საქართველოს დასავლეთში და მსოფლიოში, ეს იყო ყველაზე დიდი მეგობარი, რომელიც მყოლია მე ცხოვრებაში. ეს არის წარმოუდგენელი დანაკარგი საქართველოსთვის და ძალიან მძიმე დანაკარგი მსოფლიოსთვის. მე ვფიქრობ ჩვენ ყველამ უნდა მივაგოთ პატივი მის ხსოვნას და გავიხსენოთ, რომ ის იყო საქართველოს ეროვნული გმირი, არამხოლოდ ამერიკის ეროვნული გმირი. რატომ იყო საქართველოს ეროვნული გმირი? - იმიტომ რომ ყველა გადამწყვეტ მომენტში, ყველაზე ისეთ დროს, როცა გვჭირდებოდა ყოველთვის იდგა ჩვენი ერის გვერდით, ყოველთვის გადაგვეფარა, ყოველთვის გაგვიმართა ხელი, ყოველთვის ბოლომდე დაგვიჭირა მხარი. ჩვენს მრავალ ათასწლოვან ისტორიაში ძალიან ცოტა არის ასეთი მაგალითი, ეს იყო მართლაც ძალიან დიდი მოღვაწე და ჩვენ ყველასთვის არის დიდი პატივი, რომ მის ეპოქაში ვცხოვრობდით, ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ მისი საქმე და მისი საქმის ბოლომდე მიყვანა იქნება საქართველოს გამარჯვება, გამთლიანება, საბოლოო განთავისუფლება ქართველი ერის საბოლოოდ ფეხზე წამოდგომა. საქართველოს ბევრად უკეთესი, ბევრად უფრო უზრუნველყოფილი მშვიდობიანი მომავალი, ამის სჯეროდა ჯონ მაკკეინს და ჩვენ ამას ერთად ავასრულებთ“, ამბობს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი