ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით პოზიციას 8 სექტემბრის შემდეგ დააფიქსირებს
26-08-2018, 17:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მმართველი გუნდი პოზიციას 8 სექტემბრის შემდეგ დააფიქსირებს.

 

 

მისი თქმით, როგორც უკვე აღნიშნეს, „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, თუმცა რეგისტრირებული კანდიდატებიდან ერთ-ერთს მხარს დაუჭერენ.

 

 

„აუცილებლად დავუჭერთ მხარს ერთ-ერთ კანდიდატს, ჩვენი პოზიცია მნიშვნელოვანია, ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებელი ვართ ამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც, აქედან გამომდინარე ჩვენი ჩართულობა იქნება აქტიური. ჩვენი კანდიდატი არ გვეყოლება.

 

 

დღეს გვარებზე საუბარი არ არის სწორი. გადავხედავთ კანდიდატების იმ წრეს, რომელიც ჩამოყალიბდება 8 სექტემბრის შემდეგ და 8 სექტემბრის შემდეგ დავასახელებთ ჩვენს პოზიციას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი