„რუსეთის სამარცხვინო სტრატეგია, მონღოლების და ამერიკის კოლონიზატორების ქმედებებს გვაგონებს!“ - მოსაზრება
26-08-2018, 21:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზუსტად 10 წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს 2 განუყოფელი ტერიტორია, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა“!

 

 

რუსეთის მხრიდან განხორციელებული ეს ქმედება გახლავთ, საერთაშორისო სამართლის სრული იგნორირება და შელახვა, რამაც შემდგომ გაგრძელება ჰპოვა რუსეთის თავხედურ განცხადებაში, რომ, თურმე საქართველო „უნდა შეეგუოს ამ ახალ რეალობას“, ანუ საქართველომ, არც კი უნდა იფიქროს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებაზე ერთიანი საქართველოს ფარგლებში! ამგვარი შუასაუკუნეობრივი რიტორიკით და სტრატეგიით სარგებლობდნენ აღმოსავლეთის დესპოტური იმპერიები და მათი მმართველები, მონღოლები და სხვები. აგრეთვე, დასავლეთში ამერიკელი კოლონიზატორები, როდესაც ამერიკის კოლონიზაციის პერიოდში ინდიელთა სხვადასხვა ტომებს უკრძალავდნენ (ზოგჯერ, ნაწილობრივ) მათ მკვიდრ ტერიტორიაზე ცხოვრებას და ასახლებდნენ სპეციალურ რეზერვაციებში! ასე რომ, ამ შემთხვევაში, საუბარი არ არის იმის შესახებ, თუ - „ვინ და რატომ დაიწყო ომი“ და ა.შ. ცივილიზებულ სამყაროში ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, ყველაფერი მთავრდება სამშვიდობო პროცესით, სამშვიდობო შეთანხმებით, რომელიც ითვალისწინებს ამ ომის მიზეზებს და გამოაქვს სხვადასხვა ხასიათის შესაბამისი დასკვნები, - პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი (მაგ. სამხედრო დამნაშავეების დასჯა) და სხვა! მაგრამ, არამც და არამც, არ შეიძლება მეზობელი სახელმწიფოს, თუნდაც ომში დამარცხებულის, სხვადასხვა მოგონილი მიზეზით თუ საბაბით დანაწევრება, მისი შემადგენელი რეგიონების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება“, რადგანაც ეს ზუსტადაც მეტყველებს შუასაუკუნეობრივ ველურობაზე, რასაც არცერთი ჭკუათმყოფელი სახელმწიფო და ხალხი არ გაამართლებს! ამიტომ, რაც უფრო ადრე მიხვდება ამას რუსეთის პოლიტიკური ელიტა, რუსული ეკლესია და რაც მთავარია, რუსული საზოგადოება, მით უფრო მალე აღსდგება ქართველ და რუს ხალხებს (ხაზგასმით) შორის, ტრადიციულად კეთილგანწყობილი და მეგობრული ურთიერთობები!

 

 

P.S. დღეს, საქართველოში ათეულ ათასობით რუსი ტურისტი იმყოფება და საქართველოსთვის მართებულად და სასარგებლოდ მიმაჩნია, რომ თითოეულმა ქართველმა, ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე, სწორედ ამდაგვარი შინაარსის საუბრით, რაც ამ სტატუსშია, დაანახოს მათ, მათივე სახელმწიფოს არასამართლიანი და მეტიც, სამარცხვინო ქმედება ჩვენი სამშობლოს მიმართ! დამიჯერეთ, ესეც საქმეა...

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 2
#2   მამუკა
      
ბატონო ჯუმბერ,

ნუ გაგიკვირდებათ რუსეთის "შუასაუკუნეობრივი ველურობა", რამეთუ მათი დღევანდელი იდეოლოგიის მამა დუგინი აცხადებს რომ რუსეთი არის მონღოლოიდური წარმონაქმნის "ВЕЛИКАЯ ТАРТАРИЯ"-ს სამართალმემკვიდრე და ჩინგიზ ყაენი არის მათი ბელადთა ბელადი...

დუგინისტები(იგივე პუტინისტები) აპირებენ ალიასკის "დაბრუნებას" აშშ-სგან, იმ მიზეზით, რომ თურმე აშშ-ს ალიასკის შესასყიდელი თანხა მთლიანად არ გადაუხდიაო...

აღნიშნულიდან გამომდინარე ურთიერთობა ამ მონღოლოიდური წარმონაქმნთან - "ВЕЛИКАЯ ТАРТАРИЯ"-სთან საჭიროა აიგოს ჩინგიზ ყაენის შესაბამისი სოციოკულტურული და ფსიქოპათოლოგიური მდგენელების გათვალისწინებით...
27 აგვისტო 2018 05:45
#1   ბადრი გოგია
      
ბატონო ჯუმბერ გეთქნხმებით, რომ რუსებმა უნდა შეცვალონ ცვენდამი იმპერიული მიდგომა, მაგრამ ჩვენ როდის შევცვლით ჩვენს არამეგობრულ ქმედებებს რუსეთის ფეხქვეშ ნატოს ბაზების, რადარებისა და რკეტების დაყენების თაობაზე ? პირველმა ვინ დაიწყო ? ჩვენ ! აბა, უკარაინასავით ჩვენ რომ არ დაგვეწყო ეს ნატოები (ჩვენ 1992 წლიდან ვართ ნატოს ასამბლეაში და მომდევნო წელს დაეცა სოხუმი) და მისთანები, ახლა სად იქნებოდა ყირიმი და აფხაზეთ-სამაჩაბლო ? და ბოლოს, ეს ჩვენი დაწყებული რომ არის აქედანაც ჩანს : ქართველთა დიდ ნაწილს დღესაც არ სურს ფორმულა აფხაზეთ-სამაჩაბლო ნატოს სანაცვლოდ. არ სურს, რადგან წინასწარ დასჩხავიან, არ გამოვაო. არ უნდათ და იმიტომ არ აძლევენ ნორმალურ ადამიანებს (და არა მიშასნაირ ავანტიურისტებს) საშუალებას დაიწყონ რუსებთან ის მოლაპარაკება, რაზეც პუტინმა არაერთხელ გვანიშნა და ამ სიგნალმაც ქართული ხელისუფლებებისაგან დაცინვა გამოიწვია, რადგან ასეთია აშშ ელჩის ნება თბილისში.
27 აგვისტო 2018 05:13
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი