ვიდეო: როგორ დახვდნენ მერკელს სომხეთში - „ამ ეტაპზე ჩვენ დავკარგეთ რეგიონში „დემოკრატიის შუქურის“ სტატუსი და დავუთმეთ სომხეთს“ - გია ნოდია
27-08-2018, 08:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის სომხეთში ვიზიტს ეხმაურება პოლიტოლოგი გია ნოდია, რომელიც „ფეისბუქზე“ მის მიერ გაზიარებული ვიდეოს კომენტირებისას ამბობს, რომ მერკელისადმი სომხეთის ხელისუფლებისა და სომეხი ხალხის დახვედრა „ადრეული მიშას [სააკაშვილის] რომანტიკული დემოკრატიის განწყობას გვაგონებს“, ხოლო საქართველომ კი კანცლერთან თავი მოიწონა „ღვინით, ხალხური სიმღერებით - როგორც საბჭოთა დროს“.

 

 

 


ეს ვიდეო აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე ჩვენ დავკარგეთ რეგიონში „დემოკრატიის შუქურის“ სტატუსი და დავუთმეთ სომხეთს. ყოველთვის შეიძლება თქმა, რომ „ეს ყველაფერი პიარია“, მაგრამ ქუჩაში ხალხის განწყობას ვერ დადგამ. ის ადრეული მიშას რომანტიკული დემოკრატიის განწყობას გვაგონებს. ფაშინიანს აქვს თაფლობის თვე სომეხ ხალხთან, ეს ამ ეტაპზე მისი ყველაზე დიდი წარმატებაა და ევროპის ყველაზე გავლენიანი ლიდერისთვის ამის დემონსტრირება უნდოდა. გამოუვიდა კიდეც.

 


რომ შევადაროთ, საქართველომ რით მოიწონა თავის მერკელთან? ღვინით, ხალხური სიმღერებით - როგორც საბჭოთა დროს. ხომ, კიდევ სტუდენტებით - ეს ვიზიტის ყველაზე წარმატებული ნაწილი აღმოჩნდა (არა მხოლოდ და არა ძირითადად იმიტომ, რომ სწორედ სტუდენტმა ამოათქმევინა მერკელს სიტყვა „ოკუპაცია“).

 


სომხეთში ეს თაფლობის თვე რამდენ ხანს გაგრძელდება, დემოკრატია ინსტიტუციურად გამყარდება თუ არა: ეს შეკითხვები შეგვიძლია დავსვათ. მე იმას ვამბობ, ახლა რა ეტაპზე ვართ“, წერს გია ნოდია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი