ანგელა მერკელის მთავრობა ვაშინგტონთან ახალი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანი იქნება ძლიერი და დამოუკიდებელი ევროპის შექმნა, რომელიც აშშ-ის მიერ წითელი ხაზების გადაკვეთას აღუდგება
27-08-2018, 09:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ იგი ახალ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ „რია ნოვოსტი“ სააგენტო „dpa“-ზე დაყრდნობით იტყობინება.

 


ახალი სტრატეგიის წარდგენას მაასი 3 ოქტომბერს გეგმავს. „უკვე დიდი ხანია დადგა დრო, გადავაფასოთ ტრანსატლანტიკური პარტნიორობა: გონივრულად, კრიტიკულად და თვითკრიტიკულადაც კი“, განაცხადა მინისტრმა ბერლინში 25 აგვისტოს.

 

 

 

 

უფრო ადრე, თავის სტატიაში, რომელიც გაზეთ „ Handelsblatt“-ში გამოქვეყნდა, მაასმა (მაღლა ფოტოზე) აღნიშნა, რომ მრავალი წელია, რაც შეერთებული შტატები და გერმანია თანდათან სცილდებიან ერთმანეთს, ხოლო საერთო ინტერესები და ღირებულებები თანდათანობით უჩინარდება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აღმოსავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლამდე დაიწყო და გამოდის იმ სტრატეგიის წინააღმდეგ, რომელიც ევროპას შეერთებულ შტატებში ხელისუფლების შეცვლის დალოდებას სთავაზობს.

 

 

ვაშინგტონთან ახალი ურთიერთობების უმთავრეს საფუძვლად მაასი თანამშრომლობის დაბალანსებას მიიჩნევს, ხოლო გერმანული საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნად ძლიერი და დამოუკიდებელი ევროპის შექმნას ასახელებს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ იქ, სადაც აშშ გადაკვეთს წითელ ხაზებს, გაერთიანებულმა ევროპამ მას საპირწონე წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს.

 

 

შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ვაშინგტონის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივი გამოსვლისა და ევროკავშირიდან ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე ტარიფების დაწესების წინადადების წარმოდგენის ფონზე გამწვავდა. საპასუხოდ, ბრიუსელმა აშშ-იდან ევროკავშირში შემავალ მთელ რიგ ამერიკულ პროდუქტებზე დამატებითი 25%-იანი ტარიფები დააწესა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი