მწვავე კრიტიკის შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა, ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო, თეთრ სახლზე აშშ-ის სახელმწიფო დროშა ნახევრად დაშვებულ მდგომარეობას დაუბრუნა
28-08-2018, 08:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ თეთრ სახლზე დროშა ნახევრად დაშვებულ მდგომარეობას დაუბრუნდება. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „რესპუბლიკელი“ სენატორის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალებისადმი პრეზიდენტის მიერ გამოხატული დამოკიდებულება მწვავე კრიტიკის საგანი გახდა.

 


ზოგიერთ ფედერალურ შენობაზე დროშები სრულად იქნა აღმართული ორშაბათს, გაცილებით ადრე, ვიდრე ეს მოსალოდნელია ხოლმე ამგვარი ამბის შემდეგ.

 


ტრამპმა „თვითერის“ მეშვეობით სამძიმარი გამოუცხადა მაკკეინის ოჯახს, მაგრამ კრინტი არ დაუძრავს ვიეტნამის ომის გმირისა და ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსის პიროვნული ღვაწლის შესახებ. მაკკეინი ტრამპთან მკვეთრად იყო დაპირისპირებული და პრეზიდენტს სიცოცხლის ბოლომდე მწვავედ აკრიტიკებდა. არიზონას შტატის 6-გზის სენატორის დასაფლავებას ტრამპი, გარდაცვლილის ოჯახის გადაწყვეტილებით, არ დაესწრება, რაც თავად მაკკეინის სურვილიც იყო.

 


„მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობისა პოლიტიკის საკითხებზე, მე პატივს ვცემ სენატორ მაკკეინის მიერ გაწეულ სამსახურს ჩვენი ქვეყნისადმი, და მის პატივსაცემას, ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომ მის დასაფლავებამდე ამერიკის შეერთებული შტატების დროშა ნახევრად იქნეს დაშვებული“, ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

 


მან ასევე დაადასტურა გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ არ დაესწრება მაკკეინის დასაფლავების ცერემონიას, რომელიც შაბათს გაიმართება.

 


განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასაფლავებაზე მისი ადმინისტრაციის სხვა წევრები იქნებიან წარმოდგენილი, მათ შორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და თავდაცვის მინისტრი.

 


შაბათს, ნაციონალურ საკათედრო ტაძარში მაკკეინის დასაფლავების ცერემონიას ყოფილი პრეზიდენტები, ჯორჯ დაბლიუ ბუში და ბარაქ ობამა გაუძღვებიან.

 


პარასკევს კონგრესის შენობაში, სადაც პატივისცემის გამოხატულების ნიშნად მაკკეინის ნეშტი იქნა დასვენებული, შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მიმართავს.

 


ვინ გამოხატა პროტესტი თეთრი სახლის დროშის თაობაზე?

 


ტრადიციულად, მაკკეინის მსგავსი სტატუსის და დამსახურების მქონე პირების გარდაცვალების შემთხვევაში ფედერალურ შენობებზე, მათ შორის თეთრ სახლზე დროშები ნახევრად დაშვებულ მდგომარეობაში ამა თუ იმ პირის დასაფლავებამდე რჩება.

 


სენატორებმა, ორივე პარტიიდან, დაჟინებით მოუწოდეს თეთრ სახლს, პატივი ეცა პროტოკოლისთვის და კრიტიკოსებმა იკითხეს, თუ რატომ არ იქნა გამოცემული განკარგულება, როგორც მაგალითად ამას სხვა პოლიტიკოსის, ყოფილი პირველი ლედის, ბარბარა ბუშის გარდაცვალებისას ჰქონდა ადგილი.

 


„დემოკრატმა“ ჩაკ შუმერმა და „რესპუბლიკელმა“ მიჩ მაკკონელმა განაცხადეს, რომ დროშები ყველა სამთავრობო შენობაზე ნახევრად დაშვებულ მდგომარეობაში უნდა იყოს მაკკეინის დაკრძალვამდე - კვირა დღემდე. დროშები, ორშაბათს, დღის პირველ ნახევარში, აშშ-ის კონგრესის და ვაშინგტონის სხვა მთავარ სამთავრობო შენობებზე ნახევრად დაშვებულ მდგომარეობაში დარჩა, მაგრამ თეთრმა სახლმა ის თავის ჩვეულ დონეს დაუბრუნა.

 


თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნით 25 აგვისტოს გარდაცვლილი 81 წლის ლეგენდარული სენატორის, ჯონ მაკკეინის დასაფლავების არაოფიციალური ცერემონია კვირას, 2 სექტემბერს, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო აკადემიის სამლოცველოში გაიმართება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი