ერევანში აქციის დაშლის დროს 20-მდე ადამიანი დაშავდა
23-06-2015, 03:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ერევანში აქციის დაშლის დროს 20-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 პოლიციელი, 7 კი დემონსტრანტია. მათი ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნაწილს კი სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.


სომხეთის პოლიციის უფროსის, აშოტ აგარონიანის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 237 აქტივისტი დააკავეს. როგორც ძალოვანი უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, დემონსტრაციის ადგილას მათ ცივი იარაღიც აღმოაჩინეს.

 

ერევანში საპროტესტო აქციის დროს დაკავებულებს შორის ჟურნალისტებიც არიან. ამის შესახებ ტელეკომპანია "დოჟდი" სომხურ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.


გავრცელებული ცნობით, სომხეთის დედაქალაქში დემონსტრაციის დარბევის დროს დააკავეს რადიო "თავისუფლების" სომხეთის ბიუროს ჟურნალისტი, ტელეკომპანია "გალას" ჟურნალისტი, ასევე გამოცემა news.am-ის, HETQ-ისა და panarmenian.net-ის ჟურნალისტებიც.


პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტები დემონსტრაციის დაშლის დროს იმ ზონაში იმყოფებოდნენ, სადაც პოლიცია ოპერაციას ატარებდა და მედიის წარმომადგენლებმა სამართალდამცველთა მოწოდებას ყურადღება არ მიაქციეს.


"მსგავს შემთხვევებში ჟურნალისტები არ უნდა ჩაერიონ პოლიციის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში" , - წერია ძალოვანი სტრუქტურის განცხადებაში.

 

 

დღეს დილით, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებთან რანდენიმესაათიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, პოლიციამ ერევნის ცენტრში შეკრებილი ასობით მომიტინგის დაშლა დაიწყო. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შეხვედრას ითხოვნდნენ.


საპროტესტო აქციას სამოქალაქო მოძრაობა "არა ქურდობას" მართავდა. ერევნის პოლიციის წარმომადგენელმა, ვალერი ოსიპიანმა აქციის დაშლის დაწყებამდე დემონსტრანტებს მოუწოდა დაეტოვებინათ ცენტრალური მოედანი.


"მე გაძლევთ 10 წუთს ტერიტორიის დატოვებისთვის. თქვენი ქმედებები უკანონოა. სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობა გვაძლევს უფლებას, ძალა გამოვიყენოთ", - განაცხადა ვალერი ოსიპიანმა.


ერევანში 19 ივნისის შემდეგ საპროტესტო აქცია ელექტროენერგიაზე ფასების გაზრდის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ქვეყნის მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფი 17 ივნისის გადაწყვეტილებით გააძვირა, რაც ძალაში 1-ელი აგვისტოდან უნდა შევიდეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი