დედა ტერეზას გამონათქვამები
07-02-2012, 14:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედა ტერეზას გამონათქვამები

 


დედა ტერეზაზე 1969 წელს bbc-მ გადაცემა გააკეთა და იმ დღიდან იგი მსოფლიოს ცნობილი ადამიანი გახდა. ბრიტანულ ტელერადიომაუწყებლობაზე გადაცემის გასვლის შემდეგ რედაქციამ უამრავი წერილი მიიღო. უამრავმა ადამიანმა დედა ტერეზასთან მუშაობისა და მისთვის ფულის მიცემის სურვილი გამოხატა. 1979 წელს მას ნობელის პრემია მიენიჭა, (მაშინდელი ფულადი ჯილდო 150 000 ამერიკული დოლარი იყო). ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში როცა იგი მშვიდობასა და სიყვარულზე საუბრობდა, მას ჰკითხეს, თუ როგორ შეიძლებოდა მსოფლიოში მშვიდობის მიღწევა. დედა ტერეზას პასუხი ასეთი იყო: "წადით სახლში და მთელი გულით შეიყვარეთ თქვენი ოჯახი."

 


დედა ტერეზა 1997 წელს კალკუტაში, ქველმოქმედი მისიონერის ოჯახში გარდაიცვალა. ამ დროისთვის უკვე მსოფლიოს 123 ქვეყანაში 4 000 ქველმოქმედი მისიონერი მოღვაწეობდა.

 


დედა ტერეზა ღარიბ-ღატაკებს, უპოვრებს, უსახლკაროებს, მომაკვდავებსა და მძიმე ავადმყოფებს ეხმარებოდა.

 

 


"მე მსურს რომ გული შეგტკიოდეს შენს მეზობელზე. იცი ვინ არის შენი მეზობელი?"

"თუ არ შეგიძლია რომ ათასი ადამიანი გამოკვებო, მიეცი სარჩო-საბადებელი მხოლოდ ერთს მაინც."

მოდით, ერთმანეთს ყოველთვის ღიმილით შევხვდეთ. ღიმილი სიყვარულის დასაწყისია.

მოდით, ნუ ვიქნებით კმაყოფილნი მხოლოდ ფულის გაცემით. მხოლოდ ფული არაა საკმარისი. ის შეიძლება მიიღონ, მაგრამ ადამიანებს თქვენ ფულზე მეტად თქვენი გული და სიყვარული სჭირდებათ. ასე, რომ განავრცეთ ყველგან თქვენი სიყვარული, სადაც კი ფეხს დადგამთ.

მარტოობა და შეგრძნება იმისა, რომ საჭირო არ ხარ, ყველაზე საშინელი სიღარიბეა.

სიყვარული არის ხილი, რომელიც ყველა სეზონზე ხარობს.

მშვიდობა ღიმილით იწყება.

ჩვენ შესაძლოა არც კი გვქონდეს გაცნობიერებული ის, თუ რამხელა რამე შეუძლია ერთ უბრალო გაღიმებას.

მშვიდობის ყველაზე დიდი გამანადგურებელი არის აბორტი, რადგანაც თუ დედას თავისი შვილის მოკვლა შეუძლია, რამ უნდა შემაკავოს მე რომ მოგკლათ თქვენ და თქვენ, რომ მომკლათ მე?

ჩვენ შესაძლოა ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული ესა თუ ის საქმე ზღვაში წვეთია, მაგრამ ზღვა ამ წვეთის გარეშე უფრო პატარა იქნებოდა.


ჩვენ გვესაჭიროება მოვძებნოთ ღმერთი და იგი ვერ მოიძებნება ხმაურსა და მოუსვენრობაში. ღმერთი სიწყნარის მეგობარია. შეხედეთ ხეებს, ყვავილებსა და ბალახს, თუ როგორ იზრდებიან ისინი სიწყნარეში. შეხედეთ, ვარსკვლავებს, მთვარესა და მზეს, როგორ მოძრაობენ სიწყნარეში. ჩვენ გვესაჭიროება სიწყნარე, რათა შევძლოთ მივწვდეთ სულებს.


ალბათ არის იმის მიზეზი თუ რატომ ცხოვრობს ზოგიერთი შეძლებულად. მათ როგორც ჩანს იშრომეს ამ კარგი ცხოვრების შესაქმნელად. მე მხოლოდ იმაზე ვბრაზდები, როცა ვუყურებ დაუდევრობას, როცა ადამიანები ნაგავში ყრიან ისეთ რაღაცეებს, რომელთა გამოყენებაც შეიძლება.

 

 

 

 

 

 

 

www.guardian.ge 

კომენტარები: 1
#1   Phoebe
      
Hi there I am so glad I found your webpage, I really found you by accident, while I
was looking on Aol for something else, Nonetheless I am here
now and would just like to say thank you for a incredible post and
a all round exciting blog (I also love the
theme/design), I don’t have time to browse it all at the moment but I have bookmarked it
and also included your RSS feeds, so when I have time I will be back to read a great deal more, Please do keep up the superb jo.


Here is my website Juana
30 ოქტომბერი 2021 03:39
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი