ჯონ მაკკეინი​ ანაპოლისის საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს
03-09-2018, 10:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი​ ანაპოლისის საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ცერემონია დახურული იყო და მას მხოლოდ სენატორის ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.

 

 

ანაპოლისის საზღვაო აკადემია ჯონ მაკკეინმა 1958 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც ვიეტნამში სამხედრო მფრინავად მსახურობდა.

 

 

გავლენიანი სენატორი ბავშვობის მეგობრის და თანაკლასელის, ადმირალ ჩაკ ლარსონის გვერდით დაკრძალეს. მანამდე კი ჯონ მაკკეინის ცხედარი უკანასკნელ გზაზე ანაპოლისის ქუჩებში გამოსულმა უამრავმა ადამიანმა გააცილა.

 

 

ბოლო დროის ყველაზე გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსის ხსოვნის პატივსაცემად სამხედრო თვითმფრინავებმაც გადაიფრინეს. ცერემონიის დროს შემადგენლობას ერთი თვითმფრინავი გამოეყო, რაც სიმბოლურად სენატორის გარდაცვალებას გამოხატავდა.

 

 

ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. მისთვის პატივის მისაგებად 2000-მდე ცნობილი ადამიანი მივიდა, მათ შორის იყვნენ ბიზნესმენები, მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, სამხედრო პირები და სხვა. მის დაკრძალვაზე მიწვეული არ იყო აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი