სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა იაპონიაში საშინელმა ტროპიკულმა ქარიშხალმა
05-09-2018, 09:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

იაპონიაში 25 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელმა ტროპიკულმა ქარიშხალმა, სახელწოდებით „ჯები“ სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, იტყობინება BBC. ტაიფუნი ქვეყნის დასავლეთ ნაწილს, ქალაქებს კიოტოს და ოსაკას დაატყდა თავს და ადამიანური მსხვერპლის გარდა სხვა მნიშვნელოვანი ზიანიც მიაყენა დასავლეთ რეგიონს.

 


საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო-სატრანსპორტო მიმოსვლა შეჩერებულია. გაუქმებულია 800-ზე მეტი ავიარეისი. გაუქმებული ავიარეისების გამო, ათასობით მგზავრია დაყოვნებული ოსაკას საერთაშორისო აეროპორტში.

 

 

 

 


ქარიშხლის ჩრდილოეთით გადანაცვლებისა და ქარის სიჩქარის შენელების პირობებში მოსახლეობას დაჟინებით მოუწოდებენ სიფრთხილისკენ, რადგან მოსალოდნელია მეწყერული პროცესების გააქტიურება და წყალდიდობები.

 

 

 


ტაიფუნმა სულ მცირე 300 ადამიანი დააზიანა, როგორც ეს მთავრობის წარმომადგენელმა იოშიდე შუგამ განაცხადა.

 


ოთხშაბათ დილისთვის 1.2 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაციის შესახებ გაიცა რჩევა. 30 ათასზე მეტ ადამიანს კი უფრო დაჟინებით მოსთხოვეს ევაკუაცია, მაგრამ რეკომენდაცია ჯერ კიდევ არ არის სავალდებულო, იტყობინება BBC.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი