ბრიტანეთის პოლიცია სერგეი და იულია სკრიპალების რუსული „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში ორი რუსი ეროვნების ეჭვმიტანილს სდებს ბრალს
05-09-2018, 14:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინგლისის ქალაქ სოლსბერიში, მიმდინარე წლის მარტში, მამა-შვილის, სერგეი და იულია სკრიპალების რუსული „ნოვიჩოკით“ მოწამვლის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრიტანეთის პოლიციამ და პროკურატურამ ორი რუსი ეროვნების ეჭვმიტანილი დაასახელა და განაცხადა, რომ არსებობს საკმარისი სამხილები იმისათვის, რომ მათ ბრალი წარედგინოთ. 

 

 

პოლიციის ცნობით, ისინი (დაბლა ფოტოზე), ნამდვილი რუსული პასპორტებით - ალექსანდრ პეტროვის (ფოტოზე ხელმარცხნივ) და რუსლან ბოშიროვის სახელებით დიდ ბრიტანეთში „აეროფლოტის“ რეისით სკრიპალებზე განხორციელებულ თავდასხმამდე ერთი დღით ადრე ჩაფრინდნენ. პროკურატურის განცხადებით, არსებობს საკმაო სამხილები იმისათვის, რომ მათ ბრალი წარედგინოთ.

 

 

 

 

„პროკურატურის კონტრტერორიზმის განყოფილების  პროკურორებმა შეისწავლეს სამხილები და დაასკვნეს, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ ბრალის წარდგენის რეალისტურ პერსპექტივას ჰქონდეს ადგილი და მკაფიოა, რომ საზოგადოების  ინტერსებში შედის ბრალი წარედგინოთ ალექსანდრ პეტროვს და რუსლან ბოშიროვს, რომლებიც რუსი ეროვნების არიან“, განაცხადა პროკურატურის ლეგალური სამსახურების დირექტორმა, სიუ ჰემინგმა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი