"ქართულ ოცნებასა" და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად კახა კალაძე პეკინში მიემგზავრება
24-06-2015, 01:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია "ქართული ოცნების" დელეგაცია, პარტიის გენერალური მდივნის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მიემგზავრება.


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის მიზანია პარტია "ქართული ოცნებისა" და ჩინეთის სახალო რესპუბლიკის კომუნისტურ პარტიას შორის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერება.


ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგება კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჩინეთის პოლიტიკურ პარტიათა მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობასთან, დალიანის რეგიონის მთავრობასა და ქალაქ თიანძინის მთავრობასთან, ჩინეთის ენერგეტიკული კომიტეტის ხელმძღვანელობასთან, სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.


ასევე შეხვედრები გაიმართება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს რამოდენიმე ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობასთან. გარდა ამისა, იგეგმება დალიანის უცხო ენათა უნივერსიტეტში და თიანძინის უნივერსიტეტში დელეგაციის წევრების საჯარო გამოსვლები.


ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: დავით საგანელიძე- საპარლამენტო უმრავლესობის მდივანი და პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრი, თეიმურაზ ჭკუასელი - საქართველოს პარლამენტის წევრი და პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრი, არჩილ ხაბაძე-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი და ირაკლი კობახიძე - პარტიის აღმასრულებელი მდივანი.

 

 

კომენტარები: 1
#1   ალექს
      
2 კომპარტია ერთად ?!
2 ივლისი 2015 22:50
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი