ეროვნულ გვარდიას 21 სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე შეემატა
07-09-2018, 15:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის საშტაბო ასეულის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გონიოს ციხეზე გაიმართა.

 

 

ეროვნული გვარდიის საშტაბო ასეულის პირად შემადგენლობას ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი მელითაური მიესალმა, ჯარისკაცებს წარმატებები უსურვა და შეიარაღებულ ძალებში ეროვნული გვარდიის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე, აჭარის რეგიონის სამობილიზაციო სამსახურის წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

 

 

საზეიმო ცერემონიალის დასასრულს, ჯარისკაცები მე-10 ბრიგადის კაპელანმა მამა გიორგიმ დალოცა.

 

 

ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ისეთივე კურსი გაიარეს, როგორსაც საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები გადიან. სწავლება სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჯარისკაცებმა ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული ცოდნა შეიძინეს. დღეიდან ისინი 9 თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ გვარდიაში იმსახურებენ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი