სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობას ახალი მეთაური ჰყავს
07-09-2018, 15:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლად პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე დაინიშნა. სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლისთვის საბრძოლო დროშის გადაცემის საზეიმო ღონისძიება ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ შეკრებილ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება. უწყების ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის მიერ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ გაკეთებულ შეფასებას გამოეხმაურა, სადაც ის აცხადებს, რომ დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები გაცილებით გამოცდილი, კარგად გაწვრთნილი, კარგად აღჭურვილი და უფრო თავსებადია, ვიდრე 10 წლის წინ.

 

 

მან ყოფილ აღმოსავლეთ სარდალს ბრიგადის გენერალ შავლეგო ტაბატაძე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახლად დანიშნულ სარდალს, პოლკოვნიკ ალექსანდრე კიკნაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

 

 

პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1991 წლიდან მსახურობს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი