ვლადიმერ ვაისი: ჩვენ გურამს გვერდით ვუდგავართ, ის საუკეთესო ადამიანი და ჩვენი გუნდის გამორჩეული მოთამაშეა
08-09-2018, 20:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა ხვალ გაიმართება. საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ ლატვიას უმასპინძლებს. მატჩამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა, რომლსაც გუნდის ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილიც ესწრებოდა. ვაისის თქმით, ნაკრები ეცდება, რომ ლატვიასთან მატჩში გულშემატკივართა იმედები გაამართლოს.

 

 

კითხვა დაისვა ხვალ თამაშის წინ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებითაც, რომელზეც ვაისმა აღნიშნა, რომ გურამ კაშია გუნდის გამორჩეული მოთამაშეა.

 

 

„ვეცდებით  ლატვიასთან გულშემატკივრების იმედი გავამართლოთ და მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ. ლატვია მარტივი მეტოქე არ არის, კარგად არის ორგანიზებული და დაცვით ფეხბურთს თამაშობს. ჩვენი ამოცანაა, რომ მის დაცვას გასაღები მოვუძებნოთ და გულშემატკივარი გავახაროთ.

 

 

კაშია საუკეთესო ადამიანი და ჩვენი გუნდის გამორჩეული მოთამაშეა. იმედია, ხვალ ყველაფერი კარგად წარიმართება, ჩვენ კი გურამს გვერდით ვუდგავართ. ახლა ჩვენი საზრუნავი არის მხოლოდ და მხოლოდ თამაში და ფეხბურთი“, განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი