ვიდეო: კახა კალაძე - თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ
09-09-2018, 11:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც  განაცხადა, რომ თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ – სამოქალაქო, პოლიტიკური პოზიცია, კონფრონტაციისა თუ პროვოკაციის სურვილი, ყველაფერი, რაც შორს არის სპორტისგან და არეულობის, სირცხვილის მომტანია.

 

 

მისი თქმით, არავის ეპატიება და არც არავინ უნდა იკადროს პირადი და საერთო აურიოს ერთმანეთში. კახა კალაძემ ქართველ გულშემატკივრებს მიმართა, მსოფლიოს დაანახონ არა ერთმანეთისგან გაუცხოება და შუღლი, არამედ ერთად დგომა და გულწრფელი ქომაგობა. თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ ხვალინდელ თამაშზე ბევრი ადამიანი მოვა და საქართველოს ნაკრები შეხვედრას გამარჯვებით დაასრულებს.

 

 

 

 

„ხვალ ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სასურველი შედეგით ჩატარებული მატჩი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული სტარტის საწინდარი შეიძლება გახდეს. თუ გვინდა ეს წარმატება, თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ – სამოქალაქო, პოლიტიკური პოზიციაც, კონფრონტაციისა თუ პროვოკაციის სურვილი. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც სპორტისგან, ფეხბურთისგან შორს არის და არეულობის, სირცხვილის მომტანია. დავანახოთ საფეხბურთო საზოგადოებას, მთელ მსოფლიოს ჩვენი ერთობა და ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსეული გულშემატკივრობა. ჩავიცვათ ნაკრების მაისურები, ავაფრიალოთ საქართველოს ეროვნული დროშა და ვიყოთ გულწრფელები გუნდის გულშემატკივრობისას.

 

 

მგონია, რომ არავის ეპატიება და არც არავინ უნდა იკადროს პირადი და საერთო აურიოს ერთმანეთში, პირიქით, დავანახოთ მსოფლიოს არა ერთმანეთისგან გაუცხოება და შუღლი, არამედ ერთად დგომა და გულწრფელი ქომაგობა. მინდა, წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხვალინდელ მატჩში. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, ერთმანეთის გულშემატკივრობით, ნაკრები, სრულიად საქართველო ხვალ ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის საწინდარი შეიძლება იყოს. მგონია, რომ ბევრი ადამიანი მოვა თამაშზე. მგონია, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ხვალინდელ შეხვედრაში“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი