არჩილ გეგენავა სასამართლოს წინაშე წარსდგება?!
07-02-2014, 15:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გეგენავას მიმართ საკუთარი ინტერესების დასაცავად სამართლებრივი დავის წამოწყებას "პოპულის" ქსელის შემქმნელი და ამჟამინდელი აქციონერი ევგენი ფიჩხაია გეგმავს.

 

 

როგორც "პირwელისთვის" გახდა ცნობილი, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატის არჩილ გეგენავასა და მასთან ასოცირებული სუპერმარკეტების ქსელ "ფუდმარტის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვთ. 

 

 

 

სატელეფონო საუბრისას ევგენი ფიჩხაია ადასტურებს, რომ კონსულტაციებს იურისტთა რამდენიმე ჯგუფთან გადის და აღნიშნავს, რომ "არაკეთილსინდისიერმა გარიგებამ მისი, როგორც "პოპულის" მოქმედი აქციონერის, უფლებების სრული იგნორირება მოახდინა".

 

ევგენი ფიჩხაია "პოპულის" აქციების 12%-მდე წილის მფლობელია. ცოტა ხნის წინ კომპანიის აქციების დანარჩენი 88%-ის მფლობელმა "იოლმა" აქტივები "ფუდმარტს" ისე მიყიდა, რომ ამის შესახებ ევგენი ფიჩხაიამ, როგორც თვითონ აცხადებს, გარიგების დასრულების შემდეგ შეიტყო.

 

"ფუდმარტი", SEAF CAUCASUS GROWTH FUND LP-მა "პოპულის" აქციების შეძენამდე ცოტა ხნით ადრე დააფუძნა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი მისი 30%-იანი წილი "ფუდსერვისს" გადასცა და იმავე კომპანიის კაპიტალში 10%-იანი წილი მიიღო.

 

ევგენი ფიჩხაიას თქმით, მას აქვს სერიოზული ეჭვი, რომ ამ არაკეთილსიდისიერი გარიგების შესახებ სრული ინფორმაცია არ ჰქონდათ "SEAF"-ის პარტნიორ ავტორიტეტულ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს.

 

 

"ფუდსერვისის" სახელს გასულ წლებში მედია არჩილ გეგენავასთან აკავშირდებდა. კომპანია ხშირად იმარჯვებდა ნაკლებად გამჭვირვალე სახელმწიფო ტენდერებში. არჩილ გეგენავასთან კომუნიკაცია შეუძლებელი აღმოჩნდა, თუმცა ტელეკომპანია "მაესტროს" ახალ ამბებში გასულ მასალაში გეგენავას "ფუდმარტთან" კავშირს მისი თანამშრომელი არც უარყოფს და არც ადასტურებს.

 

"მაესტროს" იმავე სიუჟეტიდან ირკვევა, რომ "ფუდმარტის" მისამართით "პოპულის" დისტრიბუტორთა მხრიდან გაჟღერებული პრეტენზიების გამო ფინანსურმა პოლიციამ საქმეზე მოკვლევა უკვე დაიწყო.

 

 

 

 

 

 

 

 

http://pia.ge/show_news.php?id=3385&lang=geo 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი