ლევან იზორია: „ჩვენი საერთო ამოცანა დასავლეთის შენარჩუნება და გაძლიერებაა“
11-09-2018, 16:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საერთაშორისო კონფერენციაზე - „მსოფლიო თავდაყირა 2018“, რომელიც ჯონ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით იმართება განაცხდა, რომ „დღეს ჩვენი საერთო ამოცანა დასავლეთის შენარჩუნება და გაძლიერებაა. სწორედ მიღწეულის შენარჩუნება და ჩვენი გაძლიერება უნდა იყოს რუსული საფრთხის შეკავების საფუძველი“.

 

 

ლევან იზორია სესიაზე „გლობალური უსაფრთხოება“ ერთ-ერთ მომხსენებლად წარსდგა, სადაც მან გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე და მოგვარების გზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თანამედროვე გლობალური უსაფრთხოების კონტექსტი ყველაზე ადეკვატურად აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოების სტრატეგიაშია ასახული.

 

 

„ჩვენ კონკურენციის სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მთავარი დაპირისპირება დემოკრატიულ, თავისუფალ სამყაროსა ანუ დასავლეთსა და ავტორიტარულ სისტემებს შორის მიმდინარეობს. განსაკუთრებით ევროპისთვის ამ საფრთხეს რუსეთის ავტორიტარული რეჟიმი წარმოადგენს,რომელმაც თავისი რევანშისტული პოლიტიკით ჯერ საქართველოს 20%-ის ოკუპაცია, შემდეგ კი ყირიმის ანექსია მოახდინა და დღეს ცდილობს დაარღვიოს დასავლეთის ერთიანობა, შეასუსტოს მისი დემოკრატიული ინსტიტუტები“, აღნიშნა ლევან იზორიამ.

 

 

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის აზრით, საერთო ამოცანა დასავლეთის შენარჩუნება და გაძლიერებაა.

 

 

„საქართველო დასავლეთის განუყოფელი ნაწილია, რომელიც იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მისი მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებას. დემოკრატიული განვითარების გზით, საქართველოს მიზანია გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და აშშ-ის სტრატეგიული რეგიონული მოკავშირე. ამერიკის შეერთებული შტატები სწორად აფასებს საკითხს და გამოსავალი სწორად არის ასახული ცნებაში - სტრატეგიული შენარჩუნება. ჩემი აზრით, ეს ნიშნავს სწორედ ნატოსა და ევროკავშირის ერთიანობის მნიშვნელობას“,  განაცხადა ლევან იზორიამ სესიაზე გამოსვლისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი