ლევან იზორია: „საქართველო ჩართულია საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიაში”
12-09-2018, 12:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჯონ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე - „მსოფლიო თავდაყირა 2018“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას სიტყვით გამოსვლა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

 

ლევან იზორიამ უსაფრთხოების სფეროში საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი საკითხები ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ხაზგასმით არის გამოყოფილი.

 

 

„ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ნათლად არის გამოყოფილი სამი ძირითადი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ესენია: აშშ-სგან საქართველოს იარაღით მომარაგება, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა“, - აღნიშნა მან. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიაშია ჩართული და მნიშვნელოვანია ამ კუთხით გამოცდილების გაზიარება: „ჩვენ ჩართულები ვართ საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიაში, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ ქვეყნებს, რომლებსაც რუსეთის მხრიდან საფრთხე ემუქრებათ“. საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზეც ისაუბრეს. ლევან იზორიას განცხადებით, მნიშვნელოვანია სტრატეგიული მზაობა გვქონდეს. „რაც შეეხება გლობალურ უსაფრთხოებას და რუსეთიდან წამოსულ საფრთხეებზე ადეკვატურ რეაგირებას, ჩვენ - ნატოს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია იმისთვის, რომ მზად ვიყოთ ამ საფრთხეებზე რეაგირებისთვის. ამას უკვე ვაკეთებთ ნატოსთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად“, აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. ლევან იზორიამ, ყურადღება თავდაცვის უწყებაში ჩატარებულ და მიმდინარე რეფორმებსა და სამხედრო სწავლებებზეც გაამახვილა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი