ქარიშხალ ფლორენსს, რომელიც აშშ–ის აღმოსავლეთ სანაპიროს უახლოვდება, გააჩნია პოტენციალი „ბევრი ადამიანი იმსხვერპლოს“ და „კატასტროფული“ წყალდიდობები გამოიწვიოს
14-09-2018, 08:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქარიშხალი ფლორენსი ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს უახლოვდება და სიცოცხლისთვის საფრთხის ზონად გამოცხადდა, როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ კაროლინა, საითკენაც ქარიშხალი 150 კმ/სთ სიჩქარით მიემართება. 100 ათასზე მეტი მობინადრე უკვე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 


BBC-ის ცნობით, ოფიციალური პირები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ქარიშხალს გააჩნია პოტენციალი „ბევრი ადამიანი იმსხვერპლოს“ და „კატასტროფული“ წყალდიდობები გამოიწვიოს.

 


მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა ჩრდილოეთ კაროლინას, სამხრეთ კაროლინას და ვირჯინიის სანაპიროებიდან. ათასობით ადამიანი უკვე დროებით თავშესაფრებშია გადაყვანილი.

 


როგორია ბოლო ცნობები?

 


მდომარეობა მთელი ხუთშაბათის განმავლობაში გაუარესებული იყო, რადგან ქარი სანაპირო ზოლში თანდათანობით გაძლიერდა. ჩრდილოეთ კაროლინის ზოგიერთ ადგილებში, მხოლოდ რამდენიმე საათში, წვიმის სახით 30 სანტიმეტრზე მეტი ნალექი მოვიდა. ადგილობრივი დროით 23:00 საათზე ქარიშხლის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ ქარიშხლის სიჩქარე ოდნავ შემცირდა, რის გამოც მას პირველი კატეგორია მიენიჭა, თუმცა ცენტრის ცნობით, ქარის სიჩქარის თანდათანობით შემცირების მიუხედავად, ქარიშხალი უკიდურესად სახიფათოდ რჩება, რადგან წვიმის დიდი რაოდენობით მოსვლას და ქარის სიჩქარის პერიოდულ გაძლიერებას პროგნოზირებენ.

 


„წყალდიდოებები, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს და ეს არის, რასაც ჩვენ ვხედავთ“, განაცხადა „ფემას“ ადმინისტრატორმა ბროკ ლონგმა ხუთშაბათ დილას გამართულ პრესკონფერენციაზე.

 


მან თქვა, რომ ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ის ადამიანები არიან, რომლებიც მდინარეების, მდინარეთა შენაკადების ახლოს და დაბლობ ადგილებში ცხოვრობენ.

 


რამდენად ცუდი მოლოდინებია?

 


ქარის სიჩქარის შენელება მხოლოდ შაბათისთვისაა მოსალოდნელი. მეტეოროლოგებმა გააფრთხილეს მოქალაქეები, რომ ზოგიერთ ადგილებში წყალდიდობების შედეგად წყლის დონემ შესაძლოა, 4 მეტრ სიმაღლემდე მოიმატოს.

 


კაროლინას სანაპიროს ზოგიერთ ნაწილში 50–75 სანტიმეტრ წვიმას მოელიან, იზოლირებულ რეგიონებში კი ნალექმა შესაძლოა 100 სმ–ს მიაღწიოს.

 


ვრცელდება ცნობები, რომ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ნაკლებობაა. ენერგოკომპანიები პროგნოზირებენ, რომ 1 მილიონიდან 3 მილიონამდე მობინადრე და ბიზნესები შეიძლება დარჩეს ელექტროენერგიის გარეშე.

 


1 400–ზე მეტი ავიარეისი იქნა გაუქმებული, რადგან სანაპირო ზოლში მდებარე აეროპორტების უმეტესობა დახურულია. ჩრდილოეთ კაროლინას გუბერნატორმა როი კუპერმა განაცხადა: „დღეს, საფრთხე რეალობა ხდება“.

 


საგანგებო სიტუაციების თანამშრომლები ამერიკის სხვა შტატებიდან პოტენციური სტიქიის ზონაში ჩადიან, რათა სამაშველო ოპერაციებში ჩაებან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი