სოჭის ოლიმპიადის გახსნის დღესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ვიცე-პრემიერს დიმიტრი კოზაკს ჟურნალისტებთან სასტუმროების ინფრასტრუქტურის შესახებაც მოუხდა საუბარი. კოზაკმა უცხოელი ჟურნალისტები რუსეთის სახელის შერცხვენის მცდელობაში დაადანაშაულა.
"ჩვენ გვაქვს ვიდეოკამერები სასტუმროს ნომრებში და ვხედავთ, როგორ რთავენ ადამიანები საშხაპე მოწყობილობას, ხსნიან ონკანის წყალს და შემდეგ მთელი დღით გადიან ნომრებიდან",- განაცხადა კოზაკმა.
კოზაკს სიტყვა ჟურნალისტმა შეაწყვეტინა და ჰკითხა, თუ რა კამერებს გულისხმობდა იგი და ვინ იღებდა ნომრებში სტუმრებს, თუმცა მას კოზაკის თანაშემწემ სიტყვა შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ სასწრაფოდ დაგეგმილ ექსკურსიაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ.
აღსანიშნავია, რომ კოზაკის პრესსამსახურმა გუშინ საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სასტუმროებში არანაირი კამერა არ არის და სტუმრებს არავინ უთვალთვალებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.