86 წლის ასაკში რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევგენი პრიმაკოვი გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით, პრიმაკოვის ოჯახის წევრებს და ახლობლებს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიუსამძიმრა.
ევგენი პრიმაკოვი 1929 წლის 29 ოქტომბერს კიევში დაიბადა. მან ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები თბილისში გაატარა.
ევგენი პრიმაკოვი რუსეთის პრემიერის პოსტს 1998-1999 წლებში იკავებდა, პოლიტიკური კარიერის მანძილზე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზეც მუშაობდა. იგი ერთ-ერთ გავლენიან რუს პოლიტიკოსად იყო მიჩნეული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.