ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ევროპის ლიდერების წინააღმდეგ - ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ბრიუსელი „ბრექსიტის“ მოლაპარაკებებში დიდ ბრიტანეთს „პატივისცემით“ უნდა მოეპყრას
21-09-2018, 19:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი „ბრექსიტის“ მოლაპარაკებებში დიდ ბრიტანეთს „პატივისცემით“ უნდა მოეპყრას.

 


დაუნინგ სთრითზე გაკეთებულ განცხადებაში მან ევროკავშირის ლიდერების შესახებ თქვა, რომ მათი მხრიდან ბრიტანეთის სამთავრობო გეგმაზე უარის თქმა „მოლაპარაკებების ამ ბოლო სტადიაზე“, „მიუღებელია“.

 


„მე არ გავაუქმებ რეფერენდუმის შედეგს და არც ჩემს ქვეყნას დავშლი“, აღნიშნა მეიმ, რომელმაც განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 20 სექტემბერს, ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში, ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ წარმოდგენილი ე.წ. „ჩექეზის გეგმა“ - სამთავრობო ანგარიში, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა „მომავალი ურთიერთობები დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის“ და რომელიც ოთხ ძირითად მიმართულებას ფარავს - ეკონომიკურ პარტნიორობას, უსაფრთხოების პარტნიორობას, საავიაციო და ბირთვულ თანამშრომლობას - არ იმუშავებდა.

 


პრემიერ მინისტრმა განაცხადა: „მოლაპარაკებების მთელ პროცესში მე ევროკავშირს პატივისცემით ვეპყრობოდი. დიდი ბრიტანეთი მოელის იგივეს, პროცესის დასასრულისკენ კარგი ურთიერთობა ამაზე დამოკიდებული.

 


„მოლაპარაკებების ამ ბოლო სტადიაზე, მიუღებელია უბრალოდ უარყო მეორე მხარის წინადადებები დეტალური ახსნა-განმარტებების და საპირისპირო წინადადებების გარეშე. ამგვარად, ჩვენ ახლა უნდა მოვისმინოთ ევროკავშირიდან, თუ რა არის ნამდვილი საკითხები და რა არის მათი ალტერნატივა, რომ ვიმსჯელოთ ამაზე. სანამ ეს არ მოხდება, ჩვენ არ გვექნება პროგრესი“.

 


„მომავალი ურთიერთობები დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის“ - ბრიუსელის მიერ დაწუნებული ამ სამთავრობო გეგმის მიზანია, „უზრუნველყოს სავაჭრო ურთიერთობები, არ იყოს მკაცრად გაკონტროლებული საზღვარი ჩრდილოეთ ირლანდიასთან და დიდი ბრიტანეთისთვის გლობალური სავაჭრო შეთანხმებები იყოს გარანტირებული“, იმისდა მიუხედავად, რომ ტერეზა მეის მთავრობა აღიარებს, რომ დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვების შემდეგ უფრო მეტი ბარიერები ექნება ვაჭრობის სფეროში.

 


მეი ირწმუნება, რომ დიდი ბრიტანეთი დატოვებს ერთიან ბაზარს, საბაჟოს, სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის საერთო პოლიტიკას, „დაიბრუნებს კონტროლს ჩვენ ფულზე, კანონებზე, და საზღვრებზე, და დაიწყებს ახალ აღმაფრთოვანებელ თავს ჩვენი ერის ისტორიაში“. ასევე, მეის თქმით, სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს უკვე აღარ ექნება თავისი იურისდიქცია ბრიტანეთში.

 


ამის მიუხედავად ის აღიარებს, რომ ევროკავშირიდან გასვლა „საჭიროებს პრაგმატიზმს და კომპრომისს ორივე მხრიდან“.

 


როგორ დაერქვა სამთავრობო ანგარიშს „ჩექეზის გეგმა?

 


სამთავრობო ანგარიშის ოფიციალური სახელწოდებაა „მომავალი ურთიერთობები დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის“. მიუხედავად ამისა, მას მეტსახელად „ჩექეზის გეგმა“ შეარქვეს, რადგანაც ის მთავრობამ მოიწონა ჩექეზში, ლონდონგარეთ, ცენტრალურ ბუკინგემშირში მდებარე პრემიერ მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციაში.

 

 

რომელი დეპუტატები ეწინააღმდეგებიან „ჩექეზს“?

 


მას ბრექსიტის ყოფილი მდივანი დევიდ დევისი და ყოფილი საგარეო მდივანი ბორის ჯონსონი ეწინააღმდეგებიან. ორივე მათგანმა ტერეზა მეის კაბინეტი ჩექეზში გამართული შეხვედრის შემდეგ დატოვა. ჯონსონმა არაერთხელ გააკრიტიკა აღნიშნული გეგმა და მას ახლახან, „თვითმკვლელი ჟილეტი“ უწოდა ბრიტანეთის კონსტიტუციისთვის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი