უახლოეს 3-4 კვირაში მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნება
07-02-2014, 16:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

უახლოეს 3-4 კვირაში სამთავროს დედათა მოსანტერში, წმინდანად შერაცხული მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

 

მისივე თქმით, მამა გაბრიელის საფლავის გახსნა და წმინდა ნაწილების ამოსვენება საზეიმო ვითარებაში მოხდება. მამა გაბრიელს სამთავროს დედათა მოსანტრის მთავარ ტაძარში დაკრძალავენ.


ამასთან, მამა მიქაელ ბოტკოველის ინფორმაციით, დედა პარასკევას მცირე კელიის დემონტაჟიც, რომლის ირგვლივაც ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაციები, სწორედ საფლავის გახსნისთვის მზადებას უკავშირდება.

 

"აინტერესებთ, თუ რატომ მოხდა იმ მცირე კელიის დემონტაჟი, რომელიც მამა გაბრიელის საფლავის მახლობლად იყო. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის მიერ შექმნილია წმინდა სინოდის წევრებით დაკომპლექტებული კომისია. იგეგმება მამა გაბრიელის საფლავის გახსნა და მისი ცხედრის სამთავროს ფერიცვალების სახელობის ეკლესიაში გადასვენება. ამიტომაც, იქ გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და კელიის დემონტაჟიც ამ საკითხს უკავშირდება. ამან ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დედა პარასკევა იყო საპატრიარქოში. მისი უწმინდესობა გაესაუბრა მას და არანაირი კითხვები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს", - დასძინა მამა მიქაელმა.


დეკანოზის განმარტებით, საფლავის გახსნა, სავარაუდოდ, ერთი თვის განმავლობაში, 3-4 კვირაში, მოხდება.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 2012 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომაზე არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმინდანად შერაცხა. მას ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი ეწოდა და მისი ხსენების დღედ გარდაცვალების დღე, 2 ნოემბერი, დაწესდა.

 

 

 

 

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/269223-uakhloes-3-4-kvirashi-mama-gabrielis-saflavi-gaikhsneba.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი