ირანში, სამხედრო აღლუმზე თავდამსხმელების მიერ 25 ადამიანის მოკვლის შემდეგ, ქვეყნის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ „აშშ–ის თოჯინები“ ცდილობენ „დაუცველობის და უიმედობის შექმნას“ ირანში
23-09-2018, 10:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირანის ლიდერებმა ბრალი დასდეს შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილ სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს სამხედრო აღლუმზე განხორციელებულ თავდასხმაში, რამაც 25 ადამიანის, მათ შორის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილთაგან თითქმის ნახევარი „რევოლუციის მცველთა“ ჯარისკაცები არიან.

 


ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ „აშშ–ის თოჯინები“ ცდილობენ „დაუცველობის და უიმედობის შექმნას“ ირანში.

 


ირანის სამხრეთ–დასავლეთ ქალაქ აჰვაზში სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა შეიარაღებულმა პირებმა სამხედრო აღლუმზე „რევოლუციის მცველთა კორპუსის“ ჯარისკაცებს და ოფიციალურ პირებს ცეცხლი გაუხსნეს. მოგვიანებით, ანტი–სამთავრობო არაბულმა ჯგუფმა, „აჰვაზის ეროვნული წინააღმდეგობა“ და „ისლამურმა სახელმწიფომ“ – ორივემ განაცხადა, რომ თავდასხმის უკან იდგა, თუმცა არც ერთ ამ დაჯგუფებას არ წარმოუდგენია სამხილი, რომელიც აჩვენებდა, რომ ისინი იყვნენ თავდასხმის განმახორციელებელი.

 


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა მომხდარში ბრალი დასდო „ტერორისტებს, რომელთაც უცხოური რეჟიმი აფინანსებს“.

 

 

ირანმა დიპლომატები გამოიძახა დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან და დანიიდან, ბრალს სდებს რა ამ ქვეყნებს ირანული ოპოზიციური ჯგუფებისთვის თავშესაფრის მიცემასა და მხარდაჭერაში, იტყობინება ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო „ირნაზე“ დაყრდნობით.

 


„მიუღებელია, რომ ევროკავშირის მიერ ეს ჯგუფები არ არის ტერორსიტული ორგანიზაციების ჩამონათვალში იმის გამო, რომ მათ არ განუხორციელებიათ ტერორისტული თავდასხმები ევროპაში“, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბაჰრამ ყასემიმ.

 


რა მოხდა?

 


ახალი ამბების სააგენტო „ფარსის“ ცნობით, თავდასხმა შაბათს, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე დაიწყო და 10 წუთი გაგრძელდა და ჩანდა, რომ მასში 4 შეიარაღებული მამაკაცი იყო ჩართული. ისინი სამოქალაქო პირების მიმართულებით ისროდნენ და ცდილობდნენ თავდასხმა განეხორციელებინათ პოდიუმზე მყოფ მაღალი რანგის სამხედრო პირებზე.

 

 

(დაშავებულთაგან ასევე, სულ მცირე ერთი ბავშვია)

 


ახალი ამბების სააგენტო „ირნას“ ინფორმაციით, მოკლულთაგან არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები და ბავშვები, რომლებიც აღლუმს უყურებდნენ.

 


ოფიციალური სამხედრო პირის განცხადებით, გარდაცვლილთა შორის არიან 4 წლის გოგონა და აღლუმზე ინვალიდის ეტლით მისული სამხედრო ვეტერანი.

 


ადგილობრივმა ჟურნალისტმა AFP–ს უთხრა, რომ ცეცხლი 10–15 წუთი გრძელდებოდა და თავდამსხმელთაგან სულ მცირე ერთი „რევოლუციის მცველთა კორპუსის“ სამხედრო ფრომაში იყო გამოწყობილი.

 


„თავდაპირველად ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ეს აღლუმის ნაწილი იყო, მაგრამ 10 წამის შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ ეს იყო ტერორისტული თავდასხმა, რადგან ოფიციალური პირების მცველებმა სროლა დაიწყეს. ყველაფერი აირია, ჯარისკაცებმა გაქცევა დაიწყეს. დავინახე როგორ ესროლეს 4 წლამდე ასაკის გოგონას და ასევე ქალს“, თქვა მან.

 


ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, მოკლულია ოთხი თავდამსხმელი.

 


ირანი ერაყთან 1980–1988 წლების ომის დაწყებას ქვეყნის გარშემო სამხედრო აღლუმებით აღნიშნავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი